მარცხენა მცველის პოზიციაზე გუნდი ახალ კანდიდატურას განიხილავს.
ჟოზე მოურინიოს ახალი მარჯვენა და მარცხენა მცველების შეძენა სურს მომდევნო ორ სატრანსფერო ფანჯარაზე, ვინაიდან პორტუგალიელი დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს.
მოურინიო უკმაყოფილოა დაცვის ფლანგებზე არსებული მცირე არჩევანით და მომდევნო წლის განმავლობაში სიტუაციის გამოსწორებას ეცდება.
მარცხენა მცველი მოურინიოს მუდმივი თავის სატკივარია "ოლდ ტრაფორდზე" მისვლის დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციაზე გუნდს ბევრი მოთამაშე ფეხბურთელი ჰყავს.
ლუკ შოუს, დეილი ბლინდისა და მატეო დარმიანის ცუდმა ფორმამ მოურინიოს აიძულა, 32 წლის ეშლი იანგი, რომელიც ამპლუით ვინგერია, გუნდის პირველი არჩევანი გაეხადა მარცხენა მცველის პოზიციაზე. მარკოს როხოს, რომელიც შვიდთვიანი უქმობის შემდეგ დაბრუნდა, ასევე შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში, მაგრამ ჟოზე მის გამოყენებას ცენტრალურ მცველად ამჯობინებს.
"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი თავის მხრივ აკრიტიკებს შოუს, რომელსაც დაუწუნა ამბიცია, საფეხბურთო ჭკუა და ყურადღებიანობა. არ სწყალობს მოურინიო დარმიანსა და ბლინდსაც, რომლებიც ვერაფრით ახერხებენ მისი ნდობის მოპოვებას, ამიტომ ჟოზე მზად არის, ამ სამი ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზებები მოისმინოს.
სამაგიეროდ, მოურინიოს სიმპათიით სარგებლობს იანგი, რომელსაც ივლისში 33 წელი უსრულდება და მომდევნო ზაფხულს მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება, თუმცა მის შეთანხმებას კიდევ 12 თვით გაახანგრძლივებენ. იგივე ეხება ბლინდს, მაგრამ შოუს გასხვისება თითქმის გარდაუვალია.
შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს მოურინიოს გუნდს მარჯვენა ფლანგზე, სადაც სტაბილურად კარგად ასპარეზობს ანტონიო ვალენსია, რომელსაც მოურინიო მაიკლ კერიკის არყოფნის პერიოდში კაპიტნად ირჩევს. მაგრამ არსებობს ნიშნები იმისა, რომ ვალენსიას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტყობა თანდათან მოედანზე და ისიც 33 წლის შესრულდება იანგის მსგავსად მომდევნო ზაფხულს, რის გამოც პორტუგალიელი ამ პოზიციაზე ჯანსაღი კონკურენციის გამოცხადებას გეგმავს.
დარმიანი არ მიაჩნია პრობლემის გადაწყვეტის საშუალებად, სამაგიეროდ მას მოსწონს აქსელ ტუანზებე, რომელმაც მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში. ტიმოთი ფოსუ-მენსა ამჟამად იჯარის წესით "კრისტალ პალასში" იმყოფება, სადაც მან შვიდი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, დაამაყერებენ თუ არა მასზე იმედებს, როცა ის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, "იუნაიტედი" სიტუაციიდან გამოსავალს სატრანსაფერო ბაზარზე ეძებს და აქ "ტოტენჰემელ" დენი როუზს, "ბარსელონელ" ხორდი ალბას, "მილანელ" რიკარდო როდრიგესსა" და "სელტიკის" ფეხბურთელ კირენ თირნის მოიაზრებს მარცხენა მცველის კანდიდატად, ხოლო მარჯვნივ ალესანდრო ფლორენცის მოუხმობს, რომელიც "რომას" მარჯვენა ფლანგს ამყარებს ამჟამად.
წყარო:
telegraph