ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" 4-ზე მეტი გოლის გატანა შეეძლო "უოტფორდთან" მატჩში.
"წითლებმა" თავიდან აიცილეს ნერვიული დასასრული გასვლით მატჩში, რომელშიც ეშლი იანგმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, კიდევ ორი გოლი კი ენტონი მარსიალმა და ჯესი ლინგარდმა გაიტანეს.
მატჩის შემდეგ მწვრთნელმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. შვიდი გოლიც შეიძლებოდა
"შვიდი უნდა გაგვეტანა. მთელი 90 წუთის განმავლობაში სახიფათონი ვიყავით. ვფიქრობ, პირველ ტაიმში კიდევ გვქონდა გატანის შანსი და 3-0 ანგარიშზეც უნდა გაგვეკონტროლებინა მატჩი, რადგან 3-0 საკმარისზე მეტია გამარჯვებისთვის, მაგრამ კონცენტრაცია დავკარგეთ და მათ სიცოცხლე შევუნარჩუნეთ. პირველივე გოლით მოახერხეს მატჩში დაბრუნება და სულ რამდენიმე წუთი დაგვაკლდა შიშისა და ქულების დაკარგვის ზეწოლისგან."
მეორე ტაიმში გოლის გატანა ადვილი იყო
"მეორე ტაიმში უფრო ადვილი იყო გოლის გატანა და 5-0 ან 6-0 უნდა ყოფილიყო ანგარიში, მაგრამ ჩვენ ეს შანსები ვერ გამოვიყენეთ. არაფრისგან დაიდო პენალტი და 3-1 უკვე სხვა თამაში წავიდა. მაგრამ ესეც კი იყო ანგარიში, რომელმაც კომფორტული გამარჯვება უნდა მოგიტანოს, თუმცა მერე 3-2 გახდა და თამაში სახიფათო ზონაში გადავიდა, მაგრამ ლინგარდმა ფანტასტიკური ინიციატივა გამოიჩინა და თამაში მოკლა".
კარგი გოლები და დიდებული მომენტები
"დიდებული გოლები და ასევე ხელიდან გავუშვით ანგარიშის 4-0 გახდომის შანსი, როცა პირველი ტაიმის მიწირულს კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მეორე ტაიმში კი დიდ ზეწოლას ვახდენდით ბურთის მოსაპოვებლად და ლუკაკუსაც ჰქონდა გოლის გატანის შანსი ცარიელ კარში, ასევე პოგბას თავურიც. ბევრი მომენტი შევქმენით, რომლებმაც საბოლოოდ არაფერი მოგვიტანა, მერე კი 3-1 და სხვა თამაში წავიდა."
იანგი შესანიშნავ ფორმაშია
"კარგი იყო. კარგად თამაშობს. ვიცი, რომელი პოზიციიდანაც შეუძლია ჩვენთვის სარგებლის მოტანა. მისი კარიერის ამ ეტაპზე მარცხენა მცველის პოზიცია კარგად ესადაგება. გამიკვირდა, რომ პოგბამ მას ჯარიმის დარტყმის ნებართვა მისცა. ვარჯიშზე ჯარიმიდან გოლის გატანის საშუალო მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აქვს, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანიც გვაქვს და როგორც წესი, თვითონ არ ასრულებს, მაგრამ დღეს გოლმა თავდაჯერებულობა შემატა. პოლმა მას დარტყმის ნება მისცა და დიდებული გოლიც გაიტანა, დიახ."
"უოტფორდის" მიდგომა
"თავდაჯერებულობით სავსე გუნდია, დასაკარგი არაფერი აქვთ, ზეწოლის გარეშე თამაშობენ და აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. მათთვის ერთი და იგივეა 3-0 და 5-0 წაგება, ამიტომაც 3-1 ანგარიშის შემდეგ მატჩში დაბრუნდნენ და იყო წუთები, როცა სიგარეტის მოსაწევად უნდა გავსულიყავით, მაგრამ ნამდვილად პრობლემები შეგვიქმნეს."
ლუკაკუს თამაში
"ვფიქრობ, ბუცების მწარმოებელთან დიდი კონტრაქტი უნდა გააფორმოს. ახლა მას არ აქვს ასეთი კონტრაქტი და ამიტომაც აცვია შავი ბუცები. ხუმრობას თუ შევეშვებით, გუნდისთვის საოცრად კარგად შრომობს. მას არასდროს დავადანაშაულებ ადვილი გასატანი მომენტის გაფუჭების გამო, არასოდეს. ის საოცარი პროფესიონალია. ამაზე ბედნიერი მისით ვერც ვიქნები."
მარსიალის სტაბილურობით მოხიბლული
"დიახ, მოხარული ვარ. ვფიქრობ, მატჩების რაოდენობის სიმრავლის გამო ცოტა პრობლემები აქვს. ვგრძნობდი, რომ მეორე ტაიმში სულ უფრო და უფრო უკან მიდიოდა მისი თამაშის დონე. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭია და მისი სხეული, მისი ბიოლოგიური მდგომარეობა განვითარების საშუალებას იძლევა, მაგრამ პირველ ტაიმში პირველ ტაიმში დროდადრო ფეხებში სიძლიერე და ფეთქებადობა ეძლეოდა. სახიფათო იყო და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა."
ლინდელეფმა რიჩარლისონი ჩაკეტა
"ვფიქრობ, რიჩარლისონი კარგი ფეხბურთელია და მის წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ ვიქტორი ძალიან სწრაფია და ცენტრალურ მცველად თამაშს შეეგუა, თუმცა არც ფლანგებზე გადასვლას უფრთხის, რადგან მას აქვს უნარი, რაც ბევრ ცენტრალურ მცველს არ აქვს. ეს ვიქტორის კიდევ ერთი პოზიტიური მატჩი იყო".
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.