როგორც BBC-ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ დისკვალიფიკაციას გადაურჩა.
"ბრაიტონთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო ბელგიელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. ეპიზოდი ვიდეო კამერამ დააფიქსირა, თუმცა მსაჯს გამოეპარა. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლუკაკუ წითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ 3 მატჩით დასჯა გადაჭარბებულია.
24 წლის ფორვარდი "უოტფორდთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "არსენალთან" შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.