თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2017, 21:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2854,
კომენტარები: 17
"დორტმუნდი" მხითარიანის დასაბრუნებლად მზად არის
სომეხი ფეხბურთელი შესაძლოა ყოფილ კლუბში კვლავ ვიხილოთ.
ბოლოდროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, "იუნაიტედის" სომეხ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს, განსხვავებით სეზონის სტარტისა, სადაც ჰენრიკმა თავის წარმოჩენა წარმატებით შეძლო, თუმცა ამ ეტაპზე სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია.

ვრცელდება ჭორები, რომ მხითარიანს გარკვეულის სახის პრობლემები აქვს, მისი სათამაშო ფორმით უკმაყოფილოა წითლების პორტუგალიელი დამრიგებელი, რომელიც მისგან დამაკმაყოფილებელ სათამაშო ფორმას მოითხოვს.

შექმნილ სიტუაციას თვალყურს ადევნებს "დორტმუნდის ბორუსია", რომელსაც წყარზე დაყრდნობით თავისი ყოფილი ფეხბურთელის კლუბში დაბრუნება სურს. როგორც BBC იუწყება, გერმანული კლუბი მზად არის, მხითარიანს კვლავ შესთავაზოს კლუბში ხელსაყრელი პირობები და სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ამ მხრივ გააქტიურებას გეგმავს.

მსგავსი რამ ამ ორ კლუბს შორის ადრეც მომხდარა, როდესაც "დორტმუნდის ბორუსიას" იაპონელმა ფეხბურთელმა შინჯი კაგავამ კლუბის რიგები დატოვა და 2012 წელს "იუნაიტედის" რიგებს შეუერთდა, შემდგომ ამისა 2014 წელს ფეხბურთელმა წითლების რიგებში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და თავის ყოფილ კლუბში დაბრუნება ისურვა. კაგავა დღემდე "დორტმუნდში" ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ მხითარიანი სეზონის დასაწყისში შედარებით შედეგიან ფეხბურთს გვთავაზობდა, მის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩებიდან, 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.




წყარო: euro-football.ru
ჭორები
17 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
26 ნოემბერი 2017 21:56
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Alles gute in Dortmund miki ;)
1
№2
ავტორი: shotkin
26 ნოემბერი 2017 21:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ისე დიდ თამაშებში ვერ გამოირჩეოდა ხოლმე ეს , კარგი ფეხბურთელია ამის გაყიდვაზე ფიქრი სისულელეა მარა უნდა მოუმატოს აშკარად.
1
№3
ავტორი: ikeoni
26 ნოემბერი 2017 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia daubrundeba dzvel formas Ra :(((
0
№4
ავტორი: JuanMata
26 ნოემბერი 2017 21:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
როისში გავუცვალოთ wink
თუ დამტვრეული არაა.
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
26 ნოემბერი 2017 22:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამოვარდნილია ფორმიდან და ეგრევე გაჩნდა ჭორები
1
№6
ავტორი: Svanchester
26 ნოემბერი 2017 22:11
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
არა მიკის გაყიდვა ნაღდად არ მინდა
1
№7
ავტორი: nika_nikusha
26 ნოემბერი 2017 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მე მაინც მგონია რომ მხითარიანი არც არასდროს ყოფილა მანჩესტერის დონის, როგორც ფელაინი დეპაი ლინდელოფი .......
2
№8
ავტორი: PaLoMo
26 ნოემბერი 2017 23:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: JuanMata
როისში გავუცვალოთ wink
თუ დამტვრეული არაა.

roisi roisaa janmrtelad?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: gache1991
27 ნოემბერი 2017 11:22
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Mainc Kai turi gamovida totenhemma chelsi liverpulma preebi itamashes,arsenalma xo zgaparshi moigo,egeni mainc ver arian mtlad konkurentebi mitumetes iozili sanchesis gashvebis shemtxvevashi..uotfordtan rtuli tamashi gvelodeba.ki sitim mougo dzalian advilad mara Kai gundia,liverpuli chelsi yvelas dzalian gauchirda,umagresi mwvrtneli yavt.plius sharshan rac mogvivida magat moedanze yvelas gvaxsovs

Turi dzalian axlos Ari da Didi imedia baili mainc dabrundeba..risharlisoni dzaalian swrafia,yvelaze metjer magastan jarimdebian ise uchirt da miuxedavad lindelofis Kai tamashisa baili gvinda mainc..darwmunebuli var iseti seirnobit ver mougebt rogorc braitontan..igive niukasls gasvlaze umartivesad mougo,Roca niukaslshi tundac liverpulma qulebi dakarga

Chveni pliusi yoveltvis iyo boxing day da axlo axlos chatarebuli tamashebi..hadersfildma kide ertxel daamtkica ro ro siti yvelapers yvelgan ver moigebs s..da Didi imedi maq zustad am axlo axlos chasatarebel tamashebshi ayiravdebian:))
0
№10
ავტორი: gigi_ryan
27 ნოემბერი 2017 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
აბა მაგრად ძმაო არაა შენი საკბილო მანჩესტერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top