თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2017, 16:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1543,
კომენტარები: 5
მატა: "ამჟამად პრემიერ ლიგაში ერთი კლუბის ჰეგემონია შეუძლებელია"
მატა პრემიერ ლიგაში მიმდინარე ბოლო წლების სიტუაციაზე საუბრობს.
მატა:
"იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა, პრემიერ ლიგაში არსებულ სიტუაციას შეეხო და განაცხადა, რომ ბოლო წლებია რაც აღნიშნულ ტურნირზე ერთი გუნდის ჰეგემონია შუეძლებელია. ბოლოს ამ ჰეგემონიის დამყარება "იუნაიტედმა შეძლო სერ ალექს ფერგიუსონის დროს, როდესაც ის კლუბს 1993- წლიდან 2013- წლამდე ხელმძღვანელობდა, რის შედეგადაც კლუბმა პრემიერ ლიგის მოგება 13- ჯერ შეძლო.

"დღევანდელ დღეს მოიგო პრემიერ ლიგა რამოდენიმეჯერ ზედიზედ, ძალიან ძნელი გახდა, ვინაიდან აქ კარგი კლუბები ასპარეზობენ, კარგი მწვრთნელებით. კლუბებში ფინანსური თვალსაზრისითაც ძლიერები არიან, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ვარსკვლავის დამატება.

ამდენად, შემიძლია იმის თქმა, რომ ტიტულისთვის თამამად ბრძოლა 5-6 გუნდს შეუძლია, რომელთაც ნამდვილად შუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა და წარმატების მიღწევა. ბოლო დროინდელი ჩემპიონები "ლესტერი" და "ჩელსი" არიან. ვიმედოვნებ, რომ ტიტულის დაბრუნებას "იუნაიტედი" მალე შეძელბს".
- ციტირებს მატას სიტყვებს ცნობილი გამოცემა ESPN.




წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
25 ნოემბერი 2017 23:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ნამდვილად ასეა, ბოლო წლებში კონკურენტუნარიანი გახდა ეპლი მარა ხარისხმა და სანახაობამ იკლო, იმდენად შარმიანი ვეღარაა როგორც წლების წინ
1
№2
ავტორი: ikeoni
25 ნოემბერი 2017 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
მართალია ხუანიტო
0
№3
ავტორი: dzia_David
26 ნოემბერი 2017 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ცოტაც რო დარჩენილიყო პრემიერ ლიგის თასს ბაბუს სახელი დაერქმეოდა ალბათ :D ;დ
1
№4
ავტორი: Svanchester
26 ნოემბერი 2017 02:15
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
პრემიერ ლიგის ჰეგემონია ყოველთვის ჩვენ ვიქნებით
1
№5
ავტორი: JuanMata
26 ნოემბერი 2017 02:42
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რთული იქნება ასეთი თამაშით მოგება, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, სადღაც დაუცდება სიტისაც ფეხი და არაერთხელ, მაგრამ ჩვენ უკვე იმდენჯერ დაგვიცდა, რომ კაი დიდი ფორა მივეცით.

ჩემი აზრით დასაწყისში დიდი ძალებით, რომ მივაწვეთ ხოლმე გუნდებს, დიდი სიჩქარეები ჩავრთოთ და მაღალი პრესინგი, ადვილად გავიტანთ და მერე უკვე შეიძლება ჩართო ეს უხარისხო ეკონომ რეჟიმი, მთელი თამაში ასე ითამაშო და შემთხვევით გასროლას ან მცველის შეცდომას ელოდო, არალოგიკურია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top