თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2017, 15:47
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1464,
კომენტარები: 9
კერიკის განცხადება
კერიკი მისი ჯამრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
კერიკის განცხადება
"იუნაიტედის" ინგლისელმა ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა, Twitter- ის საშუალებით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც განმარტა, თუ რატომ არ გამოჩენილა გუნდის შემადგენლობაში ამ ხნის მანძილზე.

კერიკის თქმით, მან სექტემბერში გამართული კარაბაო თასის შეხვედრაში, სადაც ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედმა" "ბურტონი" დაამარცხა, გულის რიტმის არასასურველი მდგომარეობა იგრძნო.

"მე უბრალოდ მინდა განვმარტო სიტუაცია, რადგან ხალხის გარკვეულ ნაწილს აინტერესებს რა ხდება ჩემ თავს, ვარ თუ არა კარგად და რატომ გამიცდა თამაშები უკვე რამოდენიმე თვეა. მოგეხსენებათ, სექტემბრის თვეში "ბურტონის" წინააღმდეგ მოგვიწია თამაში, სადაც მონაწილეობა მივიღე. ამ მატჩის მეორე ტაიმში უცნაური შეგრძნება დამეუფლა ჯამრთელობის მხრივ, რის შემდეგაც გადავწყვიტე სამედიცინო ტესტირებების გავლა.

ტესტირებებმა გამოავლინა, რომ აღმომაჩნდა გულის რიტმის დარღვევა, ამის შემდეგ პროცედურების ჩატარება მომიწია კარდიოლოგიური თვალსაზრისით. ვარჯიში მკაცრი კონტროლის ქვეშ მიწევდა, ამ ეტაპზე შემიძლია იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, თავს კარგად ვგრძნობ.

მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ყველაფერი კარგადაა და გუნდთან ერთად მუშაობას განვაგრძობ, ვეცდები რაც შეიძლება მალე დავბრუნდე".
- განაცხადა დასასრულს კერიკმა.

შეგახსენებთ, რომ კერიკს ერთწლიანი კონტრაქტი აქვს კლუბთან გაფორმებული, რომელიც ზაფხულში იწურება. გასულ შეძონში მაიკლმა "იუნაიტედის" შემადგენლობაში 38 მატჩის ჩატარება შეძლო, ის ასევე გახდა გუნდის კაპიტანი რუნის "ევერტონში" წასვლის შემდეგ. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, კერიკმა მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება შეძლო, კარაბაო თასის ტურნირზე "ბურტონის" წინააღმდეგ.


წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 ნოემბერი 2017 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
იმედია მალე დაბრუნდები მაიკლ love
0
№2
ავტორი: Svanchester
25 ნოემბერი 2017 15:54
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
იმ ძველი დიდებული მანჩესტერის ბოლო ნაწილი ხარ კერიკ დღევანდელ გუნდში, მალე დაბრუნდი.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 ნოემბერი 2017 16:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სეზონის ბოლოს დაასრულებს ალბათ კარიერას
0
№4
ავტორი: kashmara
25 ნოემბერი 2017 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Chemi siamaye!!! Mourinio wadi droZe she sleo shena
1
№5
ავტორი: makaveli
25 ნოემბერი 2017 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ძალიან მაგრად მევასება რო ვხედავ სუ ფერგის მანიუ მახსენდება
0
№6
ავტორი: dzia_David
26 ნოემბერი 2017 00:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ეეჰ ეს კაციღა შემოგვრჩაა ძველი ემიუს თილისმად.
0
№7
ავტორი: JuanMata
26 ნოემბერი 2017 02:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დაანებოს კაცო ფეხბურთს თავი, არაფერი დაგემართოს. 37 წლის კი არა 20 წლის სპორტსმენები კვდებიან გულით.
ამ ერთი სეზონის გამო, ნუ მოიკლავს თავს.
0
№8
ავტორი: Phil Jones
26 ნოემბერი 2017 03:34
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მიყვარს ეს კაცი! ძველი მანიუს უკანასკნელი სახე :( ვალენსიას არ ვთვლი იმ მანჩესტერს ვგულისხმობ ლიგა რომ მოიგო.
0
№9
ავტორი: f.c.mu
26 ნოემბერი 2017 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 377
მაესტროოოოო, ჯამრთელობას გისურვებთ
--------------------------------------------------------------------------------
-----
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top