თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2017, 14:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1613,
კომენტარები: 5
მოურინიო მხითარიანზე საუბრობს
მხითარიანის სათამაშო ფორმა მოურინიოსთვის უკმაყოფილებას იწვევდა.
მოურინიო მხითარიანზე საუბრობს
მოურინიოს თქმით, სომეხი ფეხბურთელის სათამაშო ფორმით უკმაყოფილო იყო, რამაც უკანასკნელ 2 მატჩში მისი უთამაშებლობა გამოიწვია, ხოლო რაც შეეხება პრემიერ ლიგის მომდევნო ტურს, სადაც "იუნაიტედი" შინ 'ბრაიტონს" დაუპირისპირდება, მხითარიანი მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.

"რატომ არ თამაშობს მხითარიანი? მე არ ვარ კმაყოფილი მისი ბოლო დროინდელი თამაშებით, ეს არ ეხება ერთ ან ორ შეხვედრას, მხითარიანმა არადამაჯერებლად დაახლოებით 5 შეხვედრა ჩაატარა, რაც ჩემთვის ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, მან სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ხოლო ამის შემდეგ ეტაპობრივად უკლო თამაშს.

მისი თამაშის დონე მდგომარეობდა შემდეგში, როდესაც გოლს ვიტანდით, ის მაქსიმალურად ცდილობდა ამაში მონაწილეობა მიეღო, შედეგიანი გადაცემებით, მაღალი პრესინგით, ბურთის ფლობით მოწინააღმდეგის ნახევარზე, ათიანის სათამაშო პოზიციაზე მუშაობით, ამ ყველაფერმა რეგრესი განიცადა და მან შედეგიანად მოქმედებას უკლო, ხოლო ამის შემდეგ ჩემი მოთმინებაც ამოიწურა, ვხედავდი, რომ ბიჭები მაქსიმალურად ცდილობდნენ ევარჯიშათ და ბოლომდე დახარჯულიყვნენ მთელი ძალებით შანსის მოსაპოვებლად იბრძოდნენ, აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება გამიმარტივდა.

ბოლო მატჩებში მხითარიანს არ უთამაშია, მაგრამ შანსები სხვა ფეხბურთელებმა მიიღეს და საშუალება ქონდათ სათამაშო დრო გამოეყენებინათ, მათ დამაკმაყოფილებლად შეასრულეს დაკისრებული სამუშაო, რაც შეეხება ხვლინდელ თამაშს, ჰენრიკი დაბრუნდება. ვფიქრობ ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

ითამაშებს თუ არა პირველივე წუთებიდან ვერ გეტყვით, მაგრამ ის შემადგენლობაში დაბრუნდება, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას რომ მხითარიანი პოზიციას დაუბრუნდება.

მომდევნო პრესკონფერენციაზე, თქვენგან ველოდები შემდეგი სახის კითხვებს, თუ რატომ არ ითამაშა ამ მოთამაშემ და რატომ ითამაშა სხვამ, მინდა გითხრათ, რომ ცხოვრება ესეთია, თქვენ უნდა დაამტკიცოთ საკუთარი შესაძლებლობები რათა მიიღოთ უფლება თამაშისთვის".



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 ნოემბერი 2017 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სწორი გადაწყვეტილებაა...იცი ჟოზემ თავის საქმე
0
№2
ავტორი: Svanchester
25 ნოემბერი 2017 15:55
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
საჭიროა გონს მოეგოს სომეხა და ცოტა გაანალიზოს თუ სად თამაშობს.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 ნოემბერი 2017 15:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მხითარიანმა ბოლო თამასებში აშკარად ჩააგდო მარა მთლად მის ფორმიდან ამოვარდნას ვერ დავაბრალებთ ამას, მთლიანად გუნდი არის (იყო) ცუდ ფორმაში, მიკი კარგია მაშინ როცა გუნდი პირველ ნომრად თამაშობს, უტევს, დომინირებს. ამიტო დაიკარგა ეს ბოლო ხანებია, თორე სეზონის სტარტზე ყველამ ვნახეთ რაც იყო. ვერ ჯდება ამ დაცვით ტაქტიკაში და მოკალი თუ გინდა
1
№4
ავტორი: stepno
25 ნოემბერი 2017 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
mxitariani vegar dabrundebaa ase rom gaushviitttt

mxitariani vegar dabrundebaa ase rom gaushviitttt
0
№5
ავტორი: dzia_David
26 ნოემბერი 2017 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
კრისტალი იბაზრა ;დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top