მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში A- ჯგუფის ლიდერი "იუნაიტედი" შვეიცარიულ "ბაზელს" სტუმრად დაუპირისპირდა და ჯგუფში პირველად ქულები დაკარგა, შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა "იუნაიტედის" შვედ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც მიიღო, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შეხვედრა ზლატანისთვის "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებული შეხვედრებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამოდგა, იბრაჰიმოვიჩი მოედანზე სათადარიგო შემადგენლობიდან ცვლილების სახით შევიდა, ეს ცვლილება კი ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამოდგა მისთვის.
კერძოდ იბრაჰიმოვიჩი გახდა პირველი ფეხბურთელი ვინც, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა 7 სხვადასხვა გუნდის სახელით შეძლო, მსგავსი რეკორდი პირველია აღნიშნული ტურნირის ისტორიაში.