თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2017, 18:54
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1718,
კომენტარები: 7
ჟოზემ გუნდის მდგომარეობა შეაფასა
მოურინიოს აზრით როხო სრულ მზადყოფნაში იმყოფება.
ჟოზემ გუნდის მდგომარეობა შეაფასა
კლუბის ოფიციალურ არხთან საუბარში კარინგტონზე, მოურინიომ განაცხადა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს ერიკ ბაილი და ფილ ჯონსი ვერ დაეხმარებიან. ხოლო იბრაჰიმოვიჩს რაც შეეხება, სათამაშო დროს ნამდვილად მიიღებს, თუმცა შეხვედრას კვლავ სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყებს. შეგახსენებთ პრემიერ ლიგის მე- 13 ტურში, "იუნაიტედი" ოლდ ტრაფორდზე "ბრაიტონს" მასპინძლობს.

"ბაილი და ჯონსი ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებენ, თუმცა სანერვიულო არაფერია რადგან, ჩვენთან არიან სმოლინგი, ლინდელოფი და როხო.

რა თქმა უნდა მსურს, რომ ზლატანი მოედანზე ვიხილო და არა მის გარეთ, მოედანზე მისი ყოფნა ზრდის თამაშის ხარისხს რაც დადებითად აისახება გუნდზე. მისი ძალა, მისი გონება, მოედანზე მოქმედებების უნარი, ეს შესანიშნავია, თუმცა მას სათამაშოდ დრო ჯირდება. ჩვენ მას ბოლო თამაშებში უფლება მივეცით 15-20 წუთი ეთამაშა, რა თქმა უნდა მეტი სათამაშო დრო ესაჭიროება, ვფიქრობ, რომ ხვალინდელ თამაშში დროს მიიღებს.

რაც შეეხება პოგბას, ის ჯერ კიდევ სამზადის პროცესშია, მან უნდა გადალახოს დაღლილობის ბარიერი, ამ ეტაპზე, ის ჯერ კიდევ ვერ შეძლებს მოედანზე 65-70 წუთზე მეტი დროის გატარებას, საჭიროა ფიზიკური მზადყოფნა, ხოლო ამ შემთხვევაში, ვერ ვიჩქარებთ ფეხბურთელს უნდა გავუფრთხილდეთ გარისკვა არ ღირს.

როხოს უკვე შეუძლია თამაშის სრულად ჩატარება, რადგან მან ზლატანზე და პოლზე ადრე დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვჭირდება ცენტრალური მცველი, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ მის ამ პოზიციაზე დაყენებისგან, ჩვენ ველოდებოდით ბოლო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე იმ თვალსაზრისითაც, რომ როხოს დაკვირვება შეგვეძლო, მან სრული მატჩი ითამაშა, მისი მუხლები მზადყოფნაშია, როხომ კლასი აჩვენა, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ მისი დაბრუნებით".



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
24 ნოემბერი 2017 19:31
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
ზლატანს ცოტა მეტი დრო მიეცი
0
№2
ავტორი: giorgi_mg
24 ნოემბერი 2017 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
როხოს თამში მართლაც აღნიშვნის ღირსია, არ მეგონა ასე თუ დაბრუნდებოდა. ზლატანს ეტყობოდა უთამაშებლობა და იმედია ნელ ნელა მეტ დროსაც მიიღებს და მეტადაც დაგვეხმარება
0
№3
ავტორი: shotkin
24 ნოემბერი 2017 20:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ყველაფერი კარგად მიდის უბრალოდ ლუკაკუმ პირველივე მომენტის გამოყენება უნდა ისწავლოს, დანარცენი ნორმალურია.
0
№4
ავტორი: ikeoni
24 ნოემბერი 2017 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Xval unda gadavurbinot im ***oba gunds:))
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 ნოემბერი 2017 23:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბრაიტონთან მოსაგები თამაშია, სიტი ისე მირბის ახლა ქულების დაკარგვა უბრალოდ დამღუპველია
0
№6
ავტორი: stepno
25 ნოემბერი 2017 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესიგი რა გამოდის იბრა ლუკაკუ და პოგბას ველი ძირითადში ერთად მაგას დამატებული მარსიალი და რაში აუუ აი ეს იქნებაა ძალიან მაგარიი wink
0
№7
ავტორი: gache1991
25 ნოემბერი 2017 10:28
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Dzalianac kargi..miigos lindelofma meti dro,mitumetes braitonis donis gundtan.rac ar unda iyos chveni gundis nawilia da Didi imedi maq adaptacias gaivlis da arc ise cudi iqneba rogori startic qonda..Kai pasi aq da mag mxriv roxos dabrunebac Didi pliusi aq romelsac sheudzlia sajarimodan sajarimoshi tundac lukakus tavze daados burti..plius roxos dzalian magari dayenebuli dartyma aq rac chveni ukanaxazelebidan

Pogba matichis Garda paqtiurad aravis aq..liverpuli chelsia ratomgac mgonia fre iqneba da gaveqcevit chven ukan gundebs romlebic blomad mogrovdnen..sheileba shous dayenebac romelic daje roxoze adre dabrunda rezervebshi da mag bichs tu viyidit mag pontshic Kaia ro vatamashot,rouzsac yidis totenhemi mara atamasheben,nebismieri zusti gadacema da Kai tamashi pass uzrdis da chvenc shegvidzlia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top