თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2017, 18:12
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1561,
კომენტარები: 7
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზეს აზრით პირველი ტიმი 0-5 უნდა დამთავრებულიყო.
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა უსიამოვნო გამოდგა A- ჯგუფის ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", რომელმაც გასვლაზე შვეიცარიულ "ბაზელთან" დათმო შეხვედრა ანგარიშით 0-1, მიუხედავად წაგებისა, მოურინიოს გუნდი კვლავ პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევრებს 3 ქულით უსწრებს.

წაგებული მატჩის შემდგომ, პრესკონფერენცია გამართა წითლების პორტუგალიელმა დამრიგებელმა, აღნიშნული პრესკონფერენციის ძირითად ნაწილს კლუბის ოფიციალური საიტი გვთავაზობს.

პირველი ტაიმის შესახებ

"პირველი ტაიმი კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გატანილი გოლების გარეშე ჩაიარა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, შედარებით რთული გამოვიდა ვიდრე ეს იყო პირველი ნახევარი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პირველი ტაიმის 0-5 მოგება შეგვეძლო, მოსალოდნელი იყო, რომ ისინი მეორე ტაიმში უფრო ორგანიზებულები დაიწყებდნენ თამაშს. საბოლოო ჯამში დავმარცხდით, რადგან ვერ შევძელით გატანა, მოედანზე რა თქმა უნდა ჩვენ ვდომინირებდით. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა გოლის გასატანად, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ, ხოლო მეორე ტაიმის მსვლელობა ისეთი იყო, რომ უკვე ნათელი ხდებოდა ყველაფერი უგოლო ფრით უნდა დამთავრებულიყო, თუმცა მათ შეძლეს შეხვედრის მიწურულს გოლის გატანა, რის შედეგადაც დავმარცხდით.

პოგბას გავლენა

მოახდინა თუ არა გავლენა გუნდზე პოგბას დაბრუნებამ სტადიონზე? ვფიქრობ, რომ კი, პოგბას თამაშიდან გასვლის შემდეგ, ჩვენი თამაშის მრავალფეროვნებამ იკლო, თამაშის 65 წუთზე უკვე მას შეეტყო დაღლილობა, რის შემდეგაც საჭიროდ ჩავთვალე მოედნიდან გამეყვანა, რა თქმა უნდა მოედანზე მატიჩის სახით გამოცდილი ფეხბურთელი შევუშვი, თამაშს ასევე დავამატე რეშფორდის სისწრაფე, ხოლო იბრაჰიმოვიჩი კვლავ სტაბილურად აკონტროლებდა ბურთს, ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა.

გარემოებების თანხვედრა

მე არ შემიძლია ჩემი ფეხბურთელების დადანაშაულება. ვფიქრობ, რომ მსგავსი მატჩების 10-ჯერ ჩატარების შემთხვევაში ჩვენ 9- ჯერ მოვიპოვებდით გამარჯვებას, თუმცა დღეს სამწუხაროდ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მსგავსი შეხვედრა დავთმეთ "ჩელსის" წინააღმდეგაც, როდესაც დაგვიანებული გოლი გავუშვით, რის შემდეგაც დრო არ გვეყო, სიტუაცია მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ იმ შეხვედრაში ჩვენ კარში მხოლოდ ერთხელ დავარტყით, ხოლო დღეს ჩვენ პირველ ტაიმში უბრალოდ ძალიან კარგები ვიყავით.

შეხვედრის მიმდინაროებაზე

ჩვენ ვითამაშეთ ისეთი გუნდის წინაღმდეგ, რომელსაც ტაქტიკურად 5 მცველისა და 3 შემტევის გამოყენება დასჭირდა ჩვენ წინააღმდეგ, პირველ ტიმში ამან იმუშავა. მეორე ტაიმში ვერ შევძელით გატანა, რადგან ნათელი იყო, რომ ამ თამაშში მოპოვებული 1 ქულა საკმარისი იქნებოდა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაში, ჩვენ დავმარცხდით, მე ამაში ფეხბურთელებს ვერ დავადანაშაულებ. ჩვენ მიერ ჩატარებული პირველი ტაიმით ადვილად შეგვეძლო გამარჯვება, თუმცა დავმარცხდით, ხოლო "ბაზელს" კარგი შანსი აქვს ჯგუფში წარმატებას მიაღწიოს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს.

როხოს შესახებ

მარკოსმა ძალიან კარგად ითამაშა. მას თამაში უკვე რამოდენიმე კვირის უკანაც შეეძლო თუმცა ჩვენ არ გავრისკეთ. როხოსთვის პირველი ტაიმი არ იყო დატვირთული, რადგან სიტუაციას მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით, ის კარგად მოქმედებდა აკონტროლებდა სიტუაციას ხოლო მისით ნამდვილად კმაყოფილი ვარ".- განაცხადა დასასრულს წითლების დამრიგებელმა.

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Manuille
24 ნოემბერი 2017 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მგონი არ აქვს ამკაცს გააზრებული რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გუნი აბარია..ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს გორისდილას ტრრენერი იყოს..ხალხის სერიოზული მასა რო უკვე რაღაც პონტში ღადაობას იწყებს იუნაიტედი სახლში ცეესკასთან 0-6 წააგებსო მანდააა ჯოზე გასაგდები.. ესაა ჩემი კომენტარი :დ
4
№2
ავტორი: Svanchester
24 ნოემბერი 2017 19:30
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
0-5 რო უნდა მოგვეგო მაგაში მეც ვეთანხმები ამ კაცს. ფინიშერებმა მოიკოჭლეს მაგრად. არამგონია გუნდს გრანდებთან ამდენი შანსები შეექმნას. 1 შექმნილი მომენტი გოლით უნდა სრულდებოდეს იმედია გამოსწორდება ეს ყველაფერი.
0
№3
ავტორი: shotkin
24 ნოემბერი 2017 20:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Manuille
მგონი არ აქვს ამკაცს გააზრებული რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გუნი აბარია..ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს გორისდილას ტრრენერი იყოს..ხალხის სერიოზული მასა რო უკვე რაღაც პონტში ღადაობას იწყებს იუნაიტედი სახლში ცეესკასთან 0-6 წააგებსო მანდააა ჯოზე გასაგდები.. ესაა ჩემი კომენტარი :დ

მწვრთნელი არაფერსუაშია როცა 2 შტანგას ურტყავ და მომენტებს ვერ იყენებ, მწვრთნელი არაფერშუაშია მაშინ როცა ლუკაკუ 1-1 ზეა და მაზავს , მწვრთნელი ტაქტიკაზეა პასუხისმგებელი რაც ძაან მაღალ დონეზე შეასრულა მოუმ, დანარჩენები ფეხბურთელებს მოკითხეთ!
3
№4
ავტორი: ikeoni
24 ნოემბერი 2017 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Araushavs mainc pirvelze gavalt..
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 ნოემბერი 2017 23:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გასვლაზე თამაშია ზოგადად გამოსასწორებელი, თითზე ჩამოსათვლელია გასვლითი მატჩების სადაც წესიერად ითამაშა გუნდმა 90 წუთი და ხარისხი იყო მაღალი
0
№6
ავტორი: K1llsw1tch
26 ნოემბერი 2017 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ციტატა: shotkin
ციტატა: Manuille
მგონი არ აქვს ამკაცს გააზრებული რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გუნი აბარია..ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს გორისდილას ტრრენერი იყოს..ხალხის სერიოზული მასა რო უკვე რაღაც პონტში ღადაობას იწყებს იუნაიტედი სახლში ცეესკასთან 0-6 წააგებსო მანდააა ჯოზე გასაგდები.. ესაა ჩემი კომენტარი :დ

მწვრთნელი არაფერსუაშია როცა 2 შტანგას ურტყავ და მომენტებს ვერ იყენებ, მწვრთნელი არაფერშუაშია მაშინ როცა ლუკაკუ 1-1 ზეა და მაზავს , მწვრთნელი ტაქტიკაზეა პასუხისმგებელი რაც ძაან მაღალ დონეზე შეასრულა მოუმ, დანარჩენები ფეხბურთელებს მოკითხეთ!

არაფერ შუაში კი არა რეალიზაციაზე საერთოდ რომ არ ამუშავებს გუნდს ზედმეტად ეს წინა სეზონშიც კარგად ჩანდა და როგორც ჩანს ვერც ამ სეზონში ისწავლის ჭკუას მოუ.
0
№7
ავტორი: shotkin
26 ნოემბერი 2017 21:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: K1llsw1tch
ციტატა: shotkin
ციტატა: Manuille
მგონი არ აქვს ამკაცს გააზრებული რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გუნი აბარია..ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს გორისდილას ტრრენერი იყოს..ხალხის სერიოზული მასა რო უკვე რაღაც პონტში ღადაობას იწყებს იუნაიტედი სახლში ცეესკასთან 0-6 წააგებსო მანდააა ჯოზე გასაგდები.. ესაა ჩემი კომენტარი :დ

მწვრთნელი არაფერსუაშია როცა 2 შტანგას ურტყავ და მომენტებს ვერ იყენებ, მწვრთნელი არაფერშუაშია მაშინ როცა ლუკაკუ 1-1 ზეა და მაზავს , მწვრთნელი ტაქტიკაზეა პასუხისმგებელი რაც ძაან მაღალ დონეზე შეასრულა მოუმ, დანარჩენები ფეხბურთელებს მოკითხეთ!

არაფერ შუაში კი არა რეალიზაციაზე საერთოდ რომ არ ამუშავებს გუნდს ზედმეტად ეს წინა სეზონშიც კარგად ჩანდა და როგორც ჩანს ვერც ამ სეზონში ისწავლის ჭკუას მოუ.

და რაიცი რო არამუშავებს :დდ საიდან ფიქრობ დაესწარი ვარჯისებს და ნახე? :დდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top