22-11-2017, 22:11
ნანახია: 1759,
კომენტარები: 5
მოურინიოს წინასამატჩო პრესკონფერენცია
მოურინიომ ფეხბურთელებზე, მოედნის საფარსა და მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.
დღეს თბილისის დროით 23:45 წუთზე, გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს "ბაზელი" და "იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან, წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა წითლების დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, სადაც ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
ჟოზე, თქვენ უკვე ნახეთ მოედნის საფარი?
"დიახ, მე უკვე ვიყავი სტადიონზე, ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, მოედნის ძირეული შეფასება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თამაში დაიწყება, დაახლოებით 20 წუთი საკმარისი იქნება იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაშია ის, ამ წუთში ის ნორმალურად გამოიყურება, ნებისმიერ შემთხვევაში მადლობელი ვარ "ბაზელის" მესვეურების, მათ ნამდვილად კარგი სამუშაო გაწიეს იმ უსიამოვნების შემდეგ, რაც მოედნის საფარის წყლით დაფარვამ გამოიწვია.
იბრამ, პოგბამ და როხომ ახლახან მოიშუშეს ჭრილობები, აქედან გამომდინარე გაიყვანთ თუ არა დღეს მათ ამ მოედანზე?
ამ წუთში თავს უფრო მშვიდად და კარგად ვგრძნობ, ვიდრე რამოდენიმე საათის უკან, რადგან მე მჯერა "ბაზელის" მთავარი მწვრთნელის სიტყვების, სადაც მან განაცხადა, რომ მოედნის საფარი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, გასულ სეზონში ჩვენ "როსტოვის" წინააღმდეგ მოგვიწია თამაში, სადაც ნამდვილად არ იყო მოედნის საფარი სახარბიელო მდგომარეობაში, დღეს კი ბევრად უკეთესი საფარი ვიხილე, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.
კმაყოფილი ხართ თუ არა, მხითარიანის სათამაშო ფორმით და შეძლებს თუ არა ის ამ თამაშში მონაწილეობის მიღებას?
მე ცოტათი იმედგაცრუებული ვარ იმის შესახებ, რომ თქვენ ჟურნალისტები ყოველთვის გვეკითხებით პრესკომფერენციებზე, იმ ფეხბურთელების შესახებ ვინც თამაშები გამოტოვეს არასასურველი ფორმის გამო, არ მეკითხებით თუნდაც მარსიალზე, სმოლინგზე. ფაქტობრივად ისტორია ერთი და იგივეა, გვაქვს პოზიციები სადაც ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია და მაქვს ბევრი არჩევანი, სამწუხაროდ ასევე გვაქვს პოზიციები, სადაც ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან და არჩევანის გაკეთება ძნელი ხდება. როდესაც კერიკი, პოგბა და ფელაინი ტრავმირებულები იყვნენ, ერერამ და მატიჩმა ყველა თამაშში მონაწილეობა მიიღეს, ხოლო ახალგაზრდა მაკტომინიმ, შანსი გამოიყენა და სათამაშო დრო მიიღო, ხოლო ახლა როდესაც გუნდს პოგბა და ფელაინი დაუბრუნდნენ, მე მომავალში ველოდები თქვენგან მსგავს კითხვას: თუ სად არიან სხვა ნახევარმცველები და რატო არ თამაშობენ ისინი.
გასულ შეხვედრაში, მე გადავწყვიტე რეშფორდი და მარსიალი სასტარტო შემადგენლობაში დამეყენებინა, თქვენ კი ხშირად მეკითხებოდით, თუ რატომ არ ვათამაშებდი მათ ერთად და ახლა როდესაც ისინი მოედანზე ერთად იხილეთ, თქვენ უეცრად მხითარიანის შესახებ მეკითხებით. ამ კითხვაზე კი მარტივად გიპასუხებთ: მსოფლიო ფეხბურთში დადგენილია წესები, რომ მოედანზე ერთი გუნდის მხრიდან უნდა გამოვიდეს 11 ფეხბურთელი, მე კი ნამდვილად არ შემიძლია მოედანზე 12 ფეხბურთელი გამოვიყვანო.
კმაყოფილი ხართ სმოლინგის ფორმით? ის ბოლო თამაშებია ნამდვილად დამაკმაყოფილებელად გამოიყურება, ხოლო შესაძლოა ნაკრებშიც დაბრუნდეს..
ვიმედოვნებ რომ სმოლინგი ნაკრებში არ დაბრუნდება, რადგან რატომღაც ისე ხდება რომ ჩემი ფეხბურთელები ნაკრებიდან ტრავმებით ბრუნდებიან, ავიღოთ ფილ ჯონსი, სმოლინგსაც ქონდა ეს პერიოდები. სიტუაცია ესეთია ჩვენთან ფეხბურთელმა შეიძლება მიიღოს მცირე დაზიანებები, გამოტოვოს შაბათის მატჩი მაგრამ ითამაშოს სამშაბათს, ხოლო ინგლისის ნაკრებიდან ფეხბურთელი სერიოზული ტრავმებით მიბრუნდება, ჯონსი "ბაზელთან" ვერ დაგვეხმარება, დანამდვილებით არც იმის თქმა შემიძლია, რომ ის პრემიერ ლიგის მომდევნო ტურშიც დაგვეხმარება.
სმოლინგი სათამაშო დროს კარგად იყენებს, ხვალ ის ძირითად შემადგენლობაში იქნება, ჩვენ არ გვყავს ჯონსი, დაგვაკლდა ასევე ბაილი, აქედან გამომდინარე, კრისი მათ ჩაანაცვლებს, მეტი რისი თქმა შემიძლია, თუ სმოლინგს სურს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა, მე მას ამას ნამვილად არ დავუშლი, მინდა რომ ჩემი ფეხბურთელები ბედნიერები იყვნენ.
მე აქედანვე ვიცი, თუ ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავა, პრემიერ ლიგის მომავალი სეზონის დაწყება ჩემი ფეხბურთელების გარეშე მომიწევს. ინგლისი არის ქვეყანა სადაც დიდი ხანია ვცხოვრობ და ვმუშაობ, ვიმედოვნებ რომ ამ ქვეყანაში კიდევ დიდხანს დავრჩები, რა თქმა უნდა მსურს რომ ინგლისმა წარმატებას მიაღწიოს, ინგლისის ნაკრებს ნამდვილად აქვს იმის რესურსი რომ ეს შეძლოს.
დაიწყებს თუ არა შეხვედრას ზლატანი ზირითად შემადგენლობაში?
არა, ის სათადარიგო შემადგენლობაში იქნება, ის ჯერ კიდევ არ არის მზად თამაში პირველივე წუთებიდან დასაწყებად, რა თქმა უნდა ის თავის სათამაშო დროს მიიღებს, რადგან მას ფორმის დასაბრუნებლად თამაში ჭირდება, როდესაც "ნიუკასლთან" შეხვედრას ვიგებდით მისი მოედანზე ყოფნა საჭირო იყო, მას ბურთის შენარჩუნება კარგად შეუძლია და ზრდის იმ მაჩვენებელს, რასაც ბურთის ფლობა ქვია, ის ჭკვიანურად იყენებს სივრცეებს, გუნდს სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება, ხოლო როდესაც გუნდი თამაშს აგებს, მას შეუძლია თამაშში ჩართვით შეტევის ხაზს მეტი აგრესიულობა შემატოს, ხვალ ის მეტ სათამაშო დროს მიიღებს ვიდრე ეს წინა შეხვედრაში მოხდა.
ბაილის შესახებ რას იტყვით? იქნება თუ არა შაბათს მოედანზე?
დიახ, ვფიქრობ ბაილია აქვს შანსი მიიღოს მომავალ შეხვედრაში მონაწილეობა.
ესაუბრეთ თუ არა საუთგეიტს?
არა, მასთან არ მისაუბრია, ვფიქრობ ეს მედიცინის საკითხია, მე ექიმი არ ვარ, მე ინფორმაციას მხოლოდ ჩემი ექიმებისგან ვიღებ ფეხბურთელის მდგომარეობაზე, ვწუხვარ ჯონსის მდგომარეობაზე, საუთგეიტს კი წარმატებებს ვუსურვებ".- განაცხადა პრესკონფერენციის დასასრულს ჟოზემ.
წყარო: manutd.ru