თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2017, 20:24
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1631,
კომენტარები: 8
პოგბა: "ვილოცებ იმ ხალხისთვის ვინც ლიბიაში მონობით იტანჯება"
პოგბამ გოლი, ლიბიაში მცხოვრებ იმ ხალხს მიუძღვნა რომელიც მონობისგან იტანჯება.
პოგბა:
ტელეკომპანია CNN იუწყება,რომ "იუნაიტედის" ფრანგმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ გადაწყვიტა, ლიბიაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაუროს და მხარი დაუჭიროს, იქ მყოფ კონკრეტული ხალხის მასას, რომელიც მონობისგან იტანჯება. ეს მას შემდეგ რაც, აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში გაშუქდა კადრები, სადაც ასახულია მონების აუქციონზე გაყიდვა.

მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ მე-12 ტურის შეხვედრაში, "იუნაიტედმა" შინ "ნიუკასლი" დამაჯერებელი ანგარიშით 4-1 დაამარცხა, აღნიშნული შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის შემდეგ პოლ პოგბამ მიიღო, რომელმაც თავის გამოჩენა 1 გოლით და 1 საგოლე გადაცემით შეძლო, პოგბას მიერ გოლის აღნიშვნის დროს, საინტერესო ფაქტი დააფიქსირეს კამერებმა, კონკრეტულად მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრის შემდეგ, პოგბამ გადაჯვარედინებული ხელებით გადაწყვიტა გოლის აღნიშვნა, თუ რას ნიშნავდა ეს მოგვიანებით ფრანგმა საკუთარ Instagram- გვერდზე განმარტა.

"გახარებული ვარ გამოჯამრთელებით და მოედანზე დაბრუნებით, მე ვილოცებ იმ ხალხისთვის ვინც ლიბიაში მონობისგან იტანჯება, ალაჰი იყოს თქვენი მფარველი, ეს სისასტიკე უნდა შეწყდეს".

რამოდენიმე ხნის უკან CNN-ის პირდაპირ ეთერში გავიდა რეპორტაჟი, ლიბიაში მიმდინარე პროცესებზე, მძიმე კადრები მონობის არსებობის შესახებ საერთაშორისო ტელევიზიის კორესპონდენტმა, ნიმ ელბაგირმა მოიპოვა, რომელიც მოვლენათა ეპიცენტრში იქნა გაგზავნილი ლიბიაში.

ელბაგირის მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ იღებს ადამიანის გაყიდვის სანაცვლოდ ფულს პირი, რომელიც ამ არაადამიანურ ქმედებას კურირებს, ჟურნალისტის მტკიცებით მსგავსი მოქმედებები ყოველთვიურად ხორციელდება ლიბიის კიდევ 9 რეგიონში.

გასულ პარასკევს, კადრების გაშუქების შემდეგ, ლიბიის ხელისუფლებამ დაიწო აღნიშნულის შესახებ გამოძიება და პირობა დადო, რომ ყველა პირს რომელიც ამ არაადამიანურ საქმიანობას სათავეში უდგას, დასჯილი იქნება.

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
21 ნოემბერი 2017 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კაი კაცი ხარ love
0
№2
ავტორი: gache1991
21 ნოემბერი 2017 20:47
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Es Ari amerikis brali.ro sheuvardnen muamar kadafs da daungries qveyana,da dauyenes vitom demokratia..tips yovel daqorwinebaze bavshvis gachenaze da ase shemdeg uzarmazari daxmarebebi qonda da wyali magan gaiyvana da yvelaperi..
0
№3
ავტორი: Svanchester
21 ნოემბერი 2017 21:09
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
დიდსულოვანი ადამიანი ხარ პოლ, ნამვილად საცოდაობაა ხალხი ესე არ უნდა იტანჯებოდეს 21 საუკუნეში რა დროს მონობაა.
0
№4
ავტორი: ikeoni
21 ნოემბერი 2017 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Sawyali xalxi:(((
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
21 ნოემბერი 2017 22:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დასაფასებელი საქციელია პოგბასგან, ცნობილ ადამიანებს და ვარსკვლავებს დიდი გავლენა აქვთ ასეთ ამბებზე
0
№6
ავტორი: stepno
22 ნოემბერი 2017 00:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
dzalian magariii
0
№7
ავტორი: Phil Jones
22 ნოემბერი 2017 04:08
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
დღეს მონობის მილიონი სახეობა არსებობს, მაგრამ ასეთი რამ კიდევ თუ ხდებოდა ძნელად წარმოვიდგენდი (( საწყალი ხალხი, ლოცვა ცუდი არაა, მაგრამ იმედია ვინმე ან რამე ორგანიზაცია ან რომელიმე ქვეყანა ან რაღაც კონკრეტულად უშველით ასეთ ადამიანებს.

ციტატა: gache1991
Es Ari amerikis brali.ro sheuvardnen muamar kadafs da daungries qveyana,da dauyenes vitom demokratia..tips yovel daqorwinebaze bavshvis gachenaze da ase shemdeg uzarmazari daxmarebebi qonda da wyali magan gaiyvana da yvelaperi..

მასე ნუ ამბობ, ეგ ვიცი მეც გამიგია, მაგრამ არ იყო ეგრე რეალურად, წყალი რო გაიყვანა რომელიღაც ქვეყანაში ვიღაცამ ამ საუკუნეში ეგ არაა გასაკვირი, მანდ მილიონი ნიუანსი იყო და ეს ვითომ სამოთხე ლიბია სადაც ფულებს არიგებდა თურმე კადაფი არის ლეგენდის ნაწილი, რომელიც მოგონილია ზუსტად ანტიდასავლური ძალების მიერ. ლიბიაში ხალხი იყო და არის უკიდურესად გაჭირვეებული, ეს მონობის ამბებიც 1 და 2 წლის დაწყებული არაა, აბა წარმოიდგინე ეხლა ის მონა ადამიანი მინიმუმ ბავშობიდან თუ არაა ეგრე ფიზიკურად ვერ იქნება მონა, გლადიატორის ფილმში ხომ არ ვცხოვრობთ.
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
22 ნოემბერი 2017 20:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: Phil Jones

ვეთანხმები აზრს რომ ეს ყველაფერი ანტიდასავლური მითებია.ვეთანხმები გაჩესაც იმაში რო რად უნდა დემოკრატია ლიბიას ან ერაყს იყოს როგორც არის.მაინც არ დადგება დემოკრატია და ნორმალური ცხოვრება იმ ქვეყნებში სადაც რუსული გავლენები დიდია ასეა ამდენი წლებია და ამაში ძაან ბევრი ფაქტორი მუშაობს.ის რაც ****აში ხდება იმაშიც იტყვიან ამერიკის ხელია ეგო არადა სუფთა რუსული ბექგრაუნდი აქ რაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხდება.რად უნდა კვალი ღია კარტებით მიდის თამაში და პასუხის მომთხოვნი არავინ არაა და ჰე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top