თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2017, 21:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1720,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" დენი როუზის შეძენას ეცდება
იანვარში გუნდი მარცხენა მცველით გაძლიერდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, დენი როუზს "ტოტენჰემიდან" წასვლის საშუალება შესთავაზოს.

ჟოზე მოურინიო ინგლისის ნაკრების მარცხენა მცველის შეძენას იანვარში ეცდება და 27 წლის ფეხბურთელში 40 მილიონ ფუნტს გადაიხდის. ხოლო თუ "დეზებისთვის" ეს არ იქნება საკმარისი, მათ ლუკ შოუსაც შესთავაზებს.

როუზი, რომელსაც 10 კვირა გაუცდა მუხლის ტრავმის გამო, მაურისიო პოჩეტინოს გეგმებში არ შედის და ვერც ჩრდილო ლონდონური დერბის მატჩის განაცხადში მოხვდა, როცა "მამლები" 2-0 დამარცხდნენ "არსენალთან".

"ტოტენჰემის" ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოება არ არის. კლუბის ყოფილ ფეხბურთელ ჯეიმი რედნაპს კი მიაჩნია, რომ მხოლოდ დროის საკითხია როუზის წასვლა "ტოტენჰემიდან".

თუ ტრანსფერი განხორციელდება, "იუნაიტედი" როუზის ამჟამინდელ 65 ათას ფუნტიან ხელფასს გააორმაგებს, მის კლუბს კი სარფიან წინადადებას შესთავაზებს.

წყარო: mirror.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 ნოემბერი 2017 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
მაგარი იქნებაა ჩემი აზრით
0
№2
ავტორი: kantona-7
20 ნოემბერი 2017 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
შოუ მივცეთ და ათი მილიონი ფუნტი დაუმატონ ორივე გუნდისთვის კაი უნდა იყოს პოჩეტინო კარგად იცნობს შოუს საუთჰემპტონიდან და ჩვენკიდე არამგონია მაგაზე უკეთესი მარცხენა მცველის ვარიანტი გვქონდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 ნოემბერი 2017 22:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როუზი კარგი მცველია მარა შოუს ნაირი ტრამვიანია ესეც და სულ ტრამვა თუ ქონდა რაღა აზრი აქ
1
№4
ავტორი: Svanchester
21 ნოემბერი 2017 00:07
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
არამგონია იუნაიტედს ეს სურდეს
1
№5
ავტორი: stepno
21 ნოემბერი 2017 02:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მაგარი იქნება :))
0
№6
ავტორი: KINKLADZE (ATSANSKI)
21 ნოემბერი 2017 10:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
კარგი ტრანსფერი იქნბეა ჩემი აზრით მაგრამ უკეთესიც შეიძლება... ზაფხულამდე გამოგვადგება:) შოუს თუ მივცემთ გამოსყიდვის უფლება უნდა დავიტოვოთ აუცილებლად !
0
№7
ავტორი: David de Gea 1
21 ნოემბერი 2017 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
მეორე კაცი უფრო მევასება ფოტოზე როა :D ტოტენჰემთან თამაშის მერე მაგარი როჟა გაიზრდება მენსა love
0
№8
ავტორი: PaLoMo
21 ნოემბერი 2017 12:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: KINKLADZE (ATSANSKI)
კარგი ტრანსფერი იქნბეა ჩემი აზრით მაგრამ უკეთესიც შეიძლება... ზაფხულამდე გამოგვადგება:) შოუს თუ მივცემთ გამოსყიდვის უფლება უნდა დავიტოვოთ აუცილებლად !

mecagas vfiqrob iqneb atamashdes.

rouzs rac sheexeba uketesi mcvelebi aris marcxena flangze,magram gamogvadgeba.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: gaga1987
21 ნოემბერი 2017 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
პრემიერლიგის გამოცდილება რომაქვს ეს უკვე კაია.აი ტრამვიანობა კი ცუდია.ისედაც ბევრი გვყავს ეგეთები (ანუ ტრამვიანები).
0
№10
ავტორი: Phil Jones
21 ნოემბერი 2017 18:52
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მეც ნაწილობრივ გეთანხმებით რომ ტრავმიანი ტიპია, მაგრამ რეალურად მარცხენა მცველის პოზიცია მსოფლიო ფეხბურთშI ყველაზე პრობლემურია და აბა ამის მაგივრად ვინ შეიძLება იყიდონ? მე ალტერნატივა არ მეგულება უკეთესი, ვისი ყიდვაც შეიძLება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top