თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2017, 19:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1554,
კომენტარები: 8
პოგბა: "ჩემპიონობის რომ არ მჯეროდეს, ახლავე დავასრულებდი კარიერას"
ფრანგი ნახევარმცველი ჩემპიონობის შანსებს მიმოიხილავს.
პოგბა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას მიაჩნია, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ აქვს პრემიერ ლიგის ჩემპიონობის შანსი.

ფრანგმა ფეხბურთელმა შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი და ეს ხანგრძლივი უქმობის შემდეგ მოახერხა.

მიუხედავად დამაჯერებელი გამარჯვებისა, ჟოზე მოურინიოს გუნდი რვა ქულით ჩამორჩება ტურნირის უდავო ლიდერ "მანჩესტერ სიტის", მაგრამ "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს მაინც სჯერა წარმატების.

"სეზონი ძალიან გრძელია, ამიტომ რომ არ მჯეროდეს, ახლავე გავჩერდებოდი. ბუცებს ჩამოვკიდებდი და ფეხბურთის თამაშს თავს გავანებებდი, მაგრამ მე მორწმუნე ვარ და ბრძოლას გავაგრძელებთ", - განაცხადა პოგბამ.

ფრანგმა რომელუ ლუკაკუს შესახებაც ისაუბრა.

"მე დავბრუნდი და რომელუმ კვლავ გაიტანა, არა? ეს მომწონს. ჩვენ ბევრი კარგი, ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს. ერთმანეთს უნდა ვენდოთ.

რომელუ პრემიერ ლიგის საუკეთესო თავდამსხმელია. მისი შესაძლებლობები კარგად ვიცით, ჩვენ ყველაფერი ვიცით, ამაზე არ ვდარდობთ.

ბოლოს კი შედეგს ვნახავთ".
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
20 ნოემბერი 2017 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მიდი პოლ უნდა იფრინო გუნდის სტაბილურობა და ბალანსი შენხარ<<< მთავარია ეხლა სტაბილურად ათამაშდეს გუნდიდა სიტი თვითონვე დაკარგავს ქულებს <<<ჩავარდნა მალე დაეწყება სიტის არარსებობს სეზონი ასეთ დონეზე დაასრულოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: Svanchester
20 ნოემბერი 2017 19:59
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მთავარი ეხლა არის ის რომ ტრავმები არ ავიკიდოთ დანარჩენს მიხედავენ ჟოზე და ბიჭები.
0
№3
ავტორი: ikeoni
20 ნოემბერი 2017 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Midi pol midii ar arsebobs im *** gunds Ro chavardna ar qondes
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 ნოემბერი 2017 21:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია სტაბილურობა, თუ სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშეს ყველაფერია შესაძლებელი
0
№5
ავტორი: makaveli
20 ნოემბერი 2017 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
რომელუ საუკეთესოაო და დაგხვდება იბრა სადმე ბნელ კუთხეში და განახებს ))))) lol
0
№6
ავტორი: Svanchester
21 ნოემბერი 2017 00:16
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: makaveli
რომელუ საუკეთესოაო და დაგხვდება იბრა სადმე ბნელ კუთხეში და განახებს ))))) lol

ეს ნაღდად არ უნდა ეთქვა, მიქარა ))
0
№7
ავტორი: stepno
21 ნოემბერი 2017 02:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად მჯერა რომ ლუკაკუ ბომბარდირი გახდება:))
0
№8
ავტორი: gaga1987
21 ნოემბერი 2017 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალააა პოგბა.გამოჩნდა ეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top