'იუნაიტედმა" ანდერ ერერას კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი გააქტიურა, რომელიც მიზნად ისახავს ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მისი 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ესპანელი გუნდში 2019 წლამდე დარჩება, ხოლო რაც შეეხება ამ ინფორმაციის გაოფიციალურებას, წითლების პრეს-სამსახური ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს.
მიმდინარე ხელშეკრულება ბასკ ფეხბურთელს, წითელ ეშმაკებთან მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს, როგორც ჩანს ჟოზე მოურინიოს გეგმებში ბასკი ფეხბურთელი კვლავ შედის. ერერას წარმომადგენლები და კლუბის მენეჯმენტი, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი კონტრაქტის თაობაზე, თუმცა სანამ საქმე ახალ ხელშეკრულებამდე მივა, კლუბის მესვეურებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ ჯერ არსებული კონტრაქტის მუხლი გაეაქტიურებინათ.
კლუბს ასევე სურს ერერას ხელშეკრულების მსგავსად, კონტრაქტი სხვა ფეხბურთელებსაც გაუხანგრძლივდეს, ხოლო ფეხბურთელების ჩამონათვალი ესეთია: ხუან მატა, ლუკ შოუ, ეშლი იანგი და დეილი ბლინდი.- იუწყება The Daily Mail.
წყარო: manutd.ru
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.