თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2017, 18:38
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1983,
კომენტარები: 10
მოურინიო: "მსგავსი შემთხვევა ჩემთვის უპრეცედენტოა"
მოურინიომ ინგლისის ნაკრები ისევ გააკრიტიკა.
მოურინიო:
შეგახსენებთ ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური დაპირისპირების დროს, ტრავმა "სამი ლომის" მცველმა, ფილ ჯონსმა მიიღო, გამომდინარე აქედან, ფილს გუშინდელი შეხვედრის გამოტოვება მოუწია, სადაც მისმა გუნდმა დმაჯერებლად ანგარიშით 4-1 სძლია "ნიუკასლს". მის ტრავმაზე კომენტარი "იუნაიტედის" დამრიგებელმა გააკეთა.

ჟოზე მოურინიომ, კვლავ სასტიკად გააკრიტიკა ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ინტერვიუში განაცხადა, რომ "იუნაიტედის" მცველს ფილ ჯონსს 6 ნემსის გაკეთება მოუწია იმისთვის, რომ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩში მიეღო მონაწილეობა.

"მოგეხსენებათ სამწვრთნელო კარიერა 2000 წელს დავიწყე, ჩემი 17 წლიანი კარიერის განმავლობაში, არ შევხვედრივარ იმ ფაქტს, რაც ამ ბოლო დროს ვიხილე ფილ ჯონსთან დაკავშირებით, ფეხბურთელს გაუკეთდა ინექციები იმისთვის, რომ ეთამაშა ამხანაგური შეხვედრა. რა თქმაუნდა არ ვიძახი, რომ მე ანგელოზი ვარ და ჩემ ფეხბურთელებს არ უწევთ მსგავს სიტუაციაში ყოფნა, როდესაც საჭიროა ტკივილგამაყუჩებელი ინექციის გაკეთება, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ ჩვენ ამას ოფიციალური და მნიშვნელოვანი შეხვედრების დროს ვაკეთებინებთ მათ, ის რომ ფეხბურთელს მოუხდა 6- ინექციის გაკეთება და ამის გააკეთება მხოლოდ ამხანაგური მატჩისთვის გახდა საჭირო, ჩემთვის ნამდვილად უპრეცედენტოა, ხოლო ვწუხვარ, რომ ეს ფეხბურთელი ფილ ჯონსი აღმოჩნდა.

წყაროები იწერებოდნენ, რომ ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, გააკეთა განცხადება ჯონსის შესახებ და განაცხადა, რომ ის ნორმალური სამედიცინო პრაქტიკის მიხედვით მკურნალობდა, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, აღიარებენ, რომ ფეხბურთელმა დიდი რაოდენობით ტკივილგამაყუჩებელი ინექციები ჩაიტარა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა იმას, რომ განიხილა თუ არა ეს ფაქტი მოურინიომ საუთგეიტთან ერთად, მან შემდეგნაირად უპასუხა: "არა მასთან არ მისაუბრია, მე უბრალოდ თქვენ წინაშე ფაქტების მეშვეობით ვსაუბრობ, ჯონსმა ტკივილგამაყუჩებელი ინექცია შეხვედრამდე გაიკეთა, ხოლო სანამ მოედანზე გავიდოდა თამაშის დასაწყებად ასევე მოუწია 5 ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება და ეს რისთვის? მხოლოდ ერთი უბრალო ამხანაგური შეხვედრისთვის".- განაცხადა Sky Sports- ის ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მოურინიომ.


წყარო: manutd.ru


ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
19 ნოემბერი 2017 18:55
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ნამდვილად გაუგებარია ამხანაგური მატჩისთვის იმ ფეხბურთელის გამოყვანა რომელიც დიდი ალბათობით ტრავმას მიიღებს, ეს არის კლუბის უპატივცემულობა ჩემი აზრით, დაახლოებით ესე გამოუვიდათ ინგლისელებს. საუთგეიტს მოურინიოს მიმართ მეტი პატივისცემა მართებდა.
0
№2
ავტორი: Manuille
19 ნოემბერი 2017 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
magar kaifshi sheushviat moedanze:D
1
№3
ავტორი: Svanchester
19 ნოემბერი 2017 19:04
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: Manuille
magar kaifshi sheushviat moedanze:D

wink wink
1
№4
ავტორი: ikeoni
19 ნოემბერი 2017 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მაგათი დედას ცენზურა მე რა აუცილებლობა იყო მაგის:(((
0
№5
ავტორი: gache1991
19 ნოემბერი 2017 21:26
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Es ki Ara ra magari mwvrtnelia Marko Silva uotfordis tipi imena geniosia,am resursit ra pexburts atamashebs da ra shedegs adebinebs gunds..milani evertoni dortmundi da romeli erti kide Kai gundebs mwvrtnelebi yavt shesacvleli davijero ver xedaven am kacis nichs?

Shemdegi turi braitontan gvaq tan sqxlshi da magaze vapshe ar vnerviulob,magat imdeni qula aqvt ukve dagrovebuli tavs ar ahegvaklaven..mshralad mougebt..ai uotfordtan gasvla dzaan saintereso iqneba.mitumetes sharshan magat moedanze rac mogivida gvaxsovs(runis karierashi yvelaze cudi tamashi iyo sasacilo iyo ukve:D)
0
№6
ავტორი: Svanchester
19 ნოემბერი 2017 21:38
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: gache1991
Es ki Ara ra magari mwvrtnelia Marko Silva uotfordis tipi imena geniosia,am resursit ra pexburts atamashebs da ra shedegs adebinebs gunds..milani evertoni dortmundi da romeli erti kide Kai gundebs mwvrtnelebi yavt shesacvleli davijero ver xedaven am kacis nichs?

Shemdegi turi braitontan gvaq tan sqxlshi da magaze vapshe ar vnerviulob,magat imdeni qula aqvt ukve dagrovebuli tavs ar ahegvaklaven..mshralad mougebt..ai uotfordtan gasvla dzaan saintereso iqneba.mitumetes sharshan magat moedanze rac mogivida gvaxsovs(runis karierashi yvelaze cudi tamashi iyo sasacilo iyo ukve:D)

Am mtkivneul wutebs nu gavixsenebt :) im dges paxmeliaze iyo runi memgoni
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
19 ნოემბერი 2017 21:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რატო გააკეთეს მართლა საინტერესოა
0
№8
ავტორი: gache1991
19 ნოემბერი 2017 22:29
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Abaaa:)) egeti cudi tamashi erti konkretuli kacis natamashebi meore ar maxsovs:))) daje kaladzem ro ori goli shegvigdo magas ar utamashia egre cudad:))

Ise exla davakvirdi:)) mourinio uechveli awuwundeba or dgeshi:)) 22shi vtamashobt gasvlaze ligas da 25shi epls..Roca siti 21shi tamashobs ligas da 26 epls.da rato ra sainteresoa..arc pirvelia da darwmunebuli var arc bolo..
0
№9
ავტორი: KINKLADZE (ATSANSKI)
20 ნოემბერი 2017 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ლირიკასაც მიცემდნენ ეგენი:))) საუთგეითის მწვრთნელობა არ გაიშვა არასად ეეთი ცენზურა მწვრთნელები როდემდე უნდა ყავდეს ინგლისს იმენნა ხარაკირს იტარებს ფედერაცია ....
0
№10
ავტორი: Phil Jones
21 ნოემბერი 2017 01:41
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სულ ვამბობდი და ამაზეც ეტყობა რომ საუთგეიტი არის არაადეკვატური :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top