მოგეხსენებათ, გუშინდელ შეხვედრაში "ნიუკასლის" წინააღმდეგ, "იუნაიტედს" ძირითადი შემადგენლობის მცველი, ერიკ ბაილი არ ყოლია, ხოლო მოურინიოს განცხადებით, მას ეს თამაში ტრავმის გამო გაუცდა, ხოლო ბაილის ჩანაცვლება ლინდელოფის მეშვეობით მოხდა.
კითხვაზე რომელიც პორტუგალიელს Sky Sports-ის ჟურნალისტმა დაუსვა თუ რატომ არ იყო ბაილი, მოურინიომ მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა: "ის ტრავმირებულია"
ხოლო რაც შეეხება ჰენრიკ მხითარიანის, მოურინიომ განმარტა, თუ რამ გამოიწვია სომეხი ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში არ ყოფნა: "ჩვენ ეს გადაწყვეტილება ტაქტიკური მონახაზის გამო მივიღეთ".- უპასუხა ასევე მოკლედ "იუნაიტედის" დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ სადაც "წითელ ეშმაკებმა დამაჯერებლად ანგარიშით 4-1 იმარჯვეს "ნიუკასლის წინააღმდეგ, მათი სატურნირო მდგომარეობა არ შეცვლილა, ისინი კვლავ მეორე ადგილს 26 ქულით იკავებენ, ხოლო ცხრილს "სიტი" 34 ქულით ლიდერობს.