თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2017, 17:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1850,
კომენტარები: 9
ზლატანი და პოგბა თამაშის შემდეგ
ყოფილმა ტრავმირებულებმა, მატჩის შემდგომ განცხადებები გააკეთეს.
ზლატანი და პოგბა თამაშის შემდეგ
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანს "იუნაიტედის" შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა, ხოლო არცთუისე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, ასევე დაბრუნდა, წითლების ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, ტრავმის შემდგომი დებიუტი, მათ გუშინ "ნიუკასლის" წინააღმდეგ ქონდათ, ფრანგმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, ხოლო საკუთარი აქტივი 1 გოლით და 1 საგოლე პასით გაამდიდრა. რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს ის მოედანზე, ცვლილების სახით გამოჩნდა მატჩის 77 წუთზე.

შეხვედრის შემდეგ, ორივე ფეხბურთელმა, ჟურნალისტებისთვის კომენტარის მისაცემად დრო გამონახეს და სახალისო განცხადებებიც გააკეთეს.

"ეს განსაკუთრებული განცდაა, განსხვავებული დღე და ის ხარისხი რისი ჩვენებაც გვინდოდა, მინდა გითხრათ, რომ სერთოდ არ ვღელავდი, რადგან ვიცოდი თუ რისი გაკეთება შემიძლია, მე ბევრს ვშრომობდი, ვვარჯიშობდი და მოედანზე დასაბრუნებლად თავს არ ვზოგავდი, ბოლოს და ბოლოს ჩემი თავი კვლავ მუშაობს, ხოლო მუხლებს მართებს ზუსტად და კარგად შეასრულოს მისი მითითებები. მეშინოდა თუ არა იმის, რომ დავასრულებდი კარიერას? რა თქმა უნდა არა, ლომები უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან ვიდრე ადამიანები".- დაასრულა ინტერვიუ ორიგინალური ფრაზით იბრაიმოვიჩმა.

გამოჯამრთელებით და მოედანზე დაბრუნებით, კმაყოფილია "იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელი პოლ პოგბა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"მოედანზე დაბრუნებით, იმ გულშემატკივრების ხილვით, რომელთაც შენი ნახვა უხარიათ, გაიტანო გოლი ოლდ ტრაფორდზე გაამოჯამრთელების შემდეგ, მე უბრალოდ ბედნიერი ვარ ამ დღით, თუმცა ჩვენთვის, ყველასთვის მთავარი არის ის, რომ გამარჯვება ერთობლივად მოვახერხეთ.

ამ ხნის მანძილზე, აღდგენით პროცესებს გავდიოდი, რადგან ეს ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, აქ ინგლისია და არა იტალია, რადგან ვფიქრობ, რომ აქ ფეხბურთი უფრო ინტენსიურია და სრულ მზადყოფნას მოითხოვს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ დაბრუნებით".- განაცხადა დასასრულს პოგბამ.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
19 ნოემბერი 2017 18:50
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
იბრა როგორც ყოველთვის ორიგინალურია ;)
0
№2
ავტორი: Manuille
19 ნოემბერი 2017 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
herreras magivrad rojo shemodgdo bolo ati wuti :D
0
№3
ავტორი: stepno
19 ნოემბერი 2017 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ხოო როხოს ნახვა მეც მინდოდაა :DD
0
№4
ავტორი: ikeoni
19 ნოემბერი 2017 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
იბრა სულ ესეთი იქნება რა wink
0
№5
ავტორი: vincent
19 ნოემბერი 2017 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
იბრამ რა სახე მიიღო რომ შემოდიოდა.
პოგბას გოლის აღნიშვნა მომეწონა,მანჩესტერის გერბს რომ აჩვენებდა კამერას.
0
№6
ავტორი: krekera
19 ნოემბერი 2017 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
საღოოლ ბრატვაა, პოგბა დავრუნდა და ეგრევე ფანტაზია ლამაზი ფეხბურთი გაჩაღდა :***
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
19 ნოემბერი 2017 22:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბამ გაილაღა
0
№8
ავტორი: KINKLADZE (ATSANSKI)
20 ნოემბერი 2017 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ძაან კარგი მატჩი ჩაატარეს !!! რაც მინდოდა ვიხილე რეშფორდი და მარსიალი ერთად სასტავში და როგორც ჩანს მაგრად გაამართლა ვნახოთ როგორ გააგრძელებს მოუუუ :)
0
№9
ავტორი: LASHQARA
20 ნოემბერი 2017 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აი ეს ერთი კაცი სამწუხაროდ და საბედნიეროდ წყვიტავს ბევრ რამეს გუნდში love ესეთი ორიგინალური ფეხბურთელები თითზე ჩამოსათვლელი ყავდა და ყავს მსოფლიოს.. პოგბა love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top