თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2017, 11:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2902,
კომენტარები: 8
FIFA-მ ლუკაკუს რეკორდი არ აღიარა
ოფიციალურად ლუკაკუს რეკორდი არ დაუმხია.
FIFA-მ ლუკაკუს რეკორდი არ აღიარა
რომელუ ლუკაკუმ სამშაბათს ბელგიის ნაკრების რიგებში 31-ე გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისი ქვეყნის ნაკრებში მასზე მეტი გოლი არასდროს არავის გაუტანია.

ბელგიის საფეხბურთო ნაკრებმა ეს ამბავი იმით აღნიშნა, რომ ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა წინა შედეგი, ბერნარდ ვორჰოფისა და პოლ ვან ჰიმსტის მიერ გატანილი 30-გოლიანი ნიშნული გააუმჯობესა.

ბელგიის ნაკრებისა და "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა კი სოციალური ქსელის დახმარებით მის მიმართ არაერთი საქებარი სიტყვა გაიმეტეს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა ლუკაკუსთვის, რომელმაც იაპონიის ნაკრების კარში გატანილი ერთადერთი გოლი მიითვალა აქტივში.

FIFA-ს თანახმად, ლუკაკუმ ოფიციალურად მხოლოდ 28 გოლი გაიტანა თავისი ნაკრების რიგებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ რეკორდთან უბრალოდ ახლოსაა.

მიზეზი კი ის არის, რომ 2014 წელს ლუქსემბურის წინააღმდეგ გამართული ბელგიის მატჩი FIFA-მ არ ჩათვალა.

ამ შეხვედრაში ლუკაკუმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, მაგრამ მოგვიანებით FIFA-მ ეს მატჩი გაანულა.

გაუქმების მიზეზად დასახელდა მწვრთნელ მარკ ვილმოტსის მიერ განხორციელებული ზედმეტი ცვლილება საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, რომელშიც ოფიციალურად მხოლოდ 6 ცვლილების გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ვილმოტსმა მეშვიდეც გამოიყენა.

ამ დღეს შედგა ადნან იანუზაის დებიუტიც, მაგრამ აღნიშნული მიზეზის გამო არც მისი დებიუტი ჩაითვალა.

წყარო: mirror.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
16 ნოემბერი 2017 11:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
სასაცილოა wink
0
№2
ავტორი: Svanchester
16 ნოემბერი 2017 12:22
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
რა მნიშვნელობა აქვს გინდ ჩათვალოს ფიფამ გინდ არა, ერთპიროვნული რეკორდსმენი რო ეს გახდება ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ისე ფიფა რაღაც უაზროდ რო არ უკარგავდეს თუნდაც ამ მომენტში ფეხბურთელს დაფასებას კარგი იქნებოდა. გოლები გაიტანა კაცმა და რა მნიშვნელობა აქვს 7 ცვლილება გამოიყენა მწვრთნელმა თუ 6, მართლა სასაცილოა
0
№3
ავტორი: zlatan ibrakadabra
16 ნოემბერი 2017 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ლეოპარდ ნამდვილი გოლების მანქანაა
0
№4
ავტორი: Necrobutcher
16 ნოემბერი 2017 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
სასაცილოა ნამდვილად
0
№5
ავტორი: ikeoni
16 ნოემბერი 2017 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ამათ შიგ ხოარ აქვთ? wink
0
№6
ავტორი: PaLoMo
16 ნოემბერი 2017 15:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
hahhh.ra moigonon arician.es ro kai dzla gols gaitans kide amashi echvi aravis ar epareba.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
16 ნოემბერი 2017 16:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც მოხსნის :D
0
№8
ავტორი: KINKLADZE (ATSANSKI)
17 ნოემბერი 2017 09:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
დღეს თუ არა ხვალ მოხსნის რა მნიშვნელობა აქვს სულ რაღაც 4 გოლის თემაა რაა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top