თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2017, 11:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1755,
კომენტარები: 10
მოურინიომ ინგლისის ნაკრები გააკრიტიკა
ჟოზე საუთგეითის მიდგომას აკრიტიკებს.
მოურინიომ ინგლისის ნაკრები გააკრიტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფილ ჯონსისადმი ინგლისის ნაკრების მიდგომა გააკრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონსს ტრავმა აწუხებდა, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგი ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა და გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ათამაშა. სწორედ ამ მატჩის პირველ ტაიმში მიიღო მან ტრავმა, რის შემდეგაც შეცვალეს და კლუბში სამკურნალოდ დაბრუნდა.

მოურინიოს მიაჩნია, რომ გარეთ საუთგეითს ფილის ჯანმრთელობით არ უნდა გაერისკა.

"არა მგონია, პრობლემის მქონე ფეხბურთელისთვის ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა შესაძლებელი იყოს. რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ ფილ ჯონსის ტრავმის შესახებ. ეს პრობლემები ბოლო სამი თვის განმავლობაში უშლის ხელს და თავისი კლუბის რიგებშიც კი ვერ თამაშობს რეგულარულად. კლუბის შემადგენლობაში ისედაც ექსტრემალურ პირობებში ითამაშა, რადგან "ჩელსისთან" მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ამის შემდეგ კი ეროვნულ გუნდში მიდის და ტრავმით ბრუნდება, თუმცა ყველამ თავიდანვე იცოდა მისი პრობლემის შესახებ.

ამასთან, ყოველთვის არსებობენ კლუბები, რომელთა ფეხბურთელებიც რაღაც მიზეზის გამო ვერ მიდიან ეროვნულ ნაკრებში. ეს შეიძლება იყოს ფრჩხილი, სურდო, ფეხის თითზე არსებული პატარა პრობლემა. ისინი უარს ამბობენ გამოძახებაზე და თავის კლუბში რჩებიან, არდადეგებს იწყობენ და ისვენებენ.

და არსებობს სხვა კლუბები, რომელთა მწვრთნელებიც პირდაპირები არიან და თავიანთ ფეხბურთელებს ეუბნებიან, რომ ეროვნულ ნაკრებში უნდა წავიდნენ და ზოგჯერ ამის გამო ისჯებიან.

ჩემთვის საინტერესო იქნება იმის ხილვა, ითამაშებენ თუ არა უახლოეს უქმეებზე ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში არ წავიდნენ. დრინქუოტერი? დელფი? ერთადერთი, ვინც ნამდვილად ვერ ითამაშებს, ფილ ჯონსია",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
16 ნოემბერი 2017 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ხოდაა ბოდიში თვქნთან და მაგათ მოუ*** დედის ცენზურა მეე რააა !!! სულ ვამბობდი რო იმენა კიდიათ ფეხბურთელის მდგომარეობაა. რა მოხდებოდა ეხლა რო ამხანაგური თამაში არ ეთამაშა
0
№2
ავტორი: tupaca
16 ნოემბერი 2017 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ინგლისის ფეხბურთის ფედერაციაში ოდითგანვე ნაბო***ბი მუშაობდნენ, მაგათ გამო მოხდა მიუნხენის ტრაგედიაც თამაში რო არ გადაუტანეს მანჩესტერს
0
№3
ავტორი: Svanchester
16 ნოემბერი 2017 12:25
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
ფაიზაღი ხარ მოუ
0
№4
ავტორი: kaxeti
16 ნოემბერი 2017 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ლინდელოფი იტალიასთან ორივე თამაშში კარგად გამოიყურებოდა, აქ რა ჭირი ემართება?
0
№5
ავტორი: zlatan ibrakadabra
16 ნოემბერი 2017 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
კრისტალ
0
№6
ავტორი: giorgi_mg
16 ნოემბერი 2017 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ფერგიც მაგრად უტრაკებდა ხოლმე ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს და კარგია რომ მოუმაც ამოიღო ხმა
0
№7
ავტორი: gache1991
16 ნოემბერი 2017 14:55
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Ar gamkvirvbia es komentari:)) tviton sautgeitmac tqva ro tamashis dawyebis drosac etyoboda ro ragac awuxebdao..tumca isisc daamata seriozuli araferiao..niukasltan smolingi baili tu dadgebian arc magitdashavdeba rame.niukasli ertertiyvelaze sustia shetevashi.joselu dzalian dabali donea,liverpultan aranormalurad gaumartla goli ro gaitana matipma moartya..mag gundis ertaderti pliusi isaa ro dacva icis,pirvelive taimshi unda shevagdot da wynarad movigebt
0
№8
ავტორი: ikeoni
16 ნოემბერი 2017 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
იმიტო მეზიზღება ეს სანაკრებო თამაშებიი
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
16 ნოემბერი 2017 17:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე ეს უნდოდა ჯონსს?!
0
№10
ავტორი: KINKLADZE (ATSANSKI)
17 ნოემბერი 2017 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
საუთგეითს ცენზურა მომენტალურად!!! ტვინი წაიღო ტიპმა ფეხბურთელს ჯამრთელს არ გვიბრუნებს და პახოდუ რა ფეხბურთს ათამაშებს იმენნა სვარკას ტოო... ნაკრებს არ ეღირსა ნორმალური მწრვთნელი დიდი სემის იმედი მკონდა და კორუფციაზე გაადღნესს !!! :))) ( საუთგეითზე კარგი ვერავინ მონახეს ძაან პატრიოტი სასტავია მარტო ინგლისელი უნდათ მწვრთნელად) ისე თემას ავცდი მაგრამ ნაკრებს ეშველება როდესმე რაიმეეე ? :(((((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top