თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2017, 18:08
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1885,
კომენტარები: 9
ერერას დარჩენა სურს
როგორც ჩანს ერერა "იუნაიტედის" დატოვებას არ გეგმავს.
ერერას დარჩენა სურს
ბოლო დროს ბევრი იწერება, "იუნაიტედის" ესპანელი ნხევარმცველის ანდერ ერერას კლუბიდან შესაძლო წასვლაზე, ამას ზედ ერთვის მისდამი ისეთი გრანდის დაინტერესება, როგორიც კატალონიის "ბარსელონაა".

გარდა კატალონიელებისა მისით მადრიდის "ატლეტიკოც" ინტერესდება თუმცა, თვითონ ფეხბურთელს ოლდ ტრაფორდის გარდა, ამ ეტპზე თამაში არსად სურს, აქედან გამომდინარე შესაძლოა მისი "იუნაიტედიდან" წასვლა გადაიდოს.

მიმდინარე კონტრაქტი ანდერს წითელ ეშმაკებთან, მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს, ხოლო ხელშეკრულება მოიცავს ისეთ შეთანხმებასაც როგორიცაა, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივება.

შეგახსენებთ, ანდერს "იუნაიტედის" მიმართ პატივისცემა არაერთ ინტერვიუში გამოუხატავს, თუმცა მისი ბოლო დროინდელი თამაშებიდან გამომდინარე აგორდა ჭორები, რომ ერერა წითლების რიგებს დატოვებს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ერერა ჯერჯერობით თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, ამას ერთვის ისიც, რომ ესპანელმა გუნდში მატიჩის მოსვლის შემდეგ ძირითადში ადგილი საბოლოოდ დაკარგა, ხოლო პოგბასა და ფელაინის დაზიანების შემდეგ ხშირად გვევლინებოდა ძირითად შემადგენლობაში ბოლო თამაშები, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ ფრანგი და ბელგიელი ერერამ ღირსეულად ჩაანაცვლა.


წყარო: euro-football.ru
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: zlatan ibrakadabra
15 ნოემბერი 2017 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ერერას კლუბისადმი სიყვარული დასაფასებელია რა თქმა უნდ ამარა მეტი კრეატიულობაა საჭირო
0
№2
ავტორი: Svanchester
15 ნოემბერი 2017 18:42
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ერერა მაგრად მევასება მაგრამ დაცვითი მოთამაშეა მაგრად გამიხარდება თუ დარჩება ოღონდ სათადარიგო სკამს თუ დაჯერდება ამ სეზონში კარგი იქნება, ფაქტია რომ შეტევით სტილში ვერაფერს გვთავაზობს აკლია ფანტაზია, კრეატივი, დარტყმაზე არ მაქვს საუბარი )) ხოლო მატჩის მოსაგებად შეტევაა საჭირო, ნახევარდაცვა თუ ვერ შეუტევს თავდასხმა მარტო ვერაფერს გახდება, ერერას თამაშით კი ნახევარდაცვიდან შეტევები მაგრად გვიჭირს ეს უკვე გამოჩნდა მნიშვნელოვან თამაშებში.
0
№3
ავტორი: ikeoni
15 ნოემბერი 2017 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
იმედია დარჩება და აკრიფავს იმ ფორმას რაც გასულ წელს ქონდა love
0
№4
ავტორი: PaLoMo
15 ნოემბერი 2017 20:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
iyos amaze kargi shemcvleli vin iqneba zamenaze?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: kobinio
15 ნოემბერი 2017 20:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ზამენაზე რომ არ უნდა ეგაა თემა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
15 ნოემბერი 2017 21:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ ეტაპზე არამგონია გაუშვან ან თვითონ წავიდეს
0
№7
ავტორი: kantona-7
15 ნოემბერი 2017 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
იყოს არაა გასაშვები და მატიჩის შემცვლელი გვეყოლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: giorgi_mg
15 ნოემბერი 2017 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჩემი იმედები და მოლოდინი რომ რაღაც დონეზე სკოულზს შეცვლიდა ვერ გაამართლა, ძალიან უკმაყოფილო ვარ ამის თამაშით, ტიპი საუკუნეა თამაშობს და პრიცელი ვერ გაასწორა...
0
№9
ავტორი: qamari
16 ნოემბერი 2017 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ყველა ფეხბურთელს აქვს დროებითი ჩავარდნები ,მარა ყველა ფეხბურთელს არ ააქვს ესეთი ჟილკა როგორც ერერას ,ამიტომ პატივსაცემი კაცია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top