თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2017, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1327,
კომენტარები: 4
იორკს "სანდერლენდის" მწვრთნელობა სურს
დვაით იორკი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს.
იორკს
დვაით იორკმა მედიას განუცხადა, რომ "სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიუღია.

"შავი კატების" ყოფილმა ფეხბურთელმა ახლახანს დაასრულა სამწვრთნელო სწავლება და ლიცენზია მიიღო, რის შემდეგაც თვლის, რომ "სტედიუმ ოფ ლაითზე" საიმონ გრეისონის იდეალური შემცვლელი იქნებოდა.

"სანდერლენდი" მორიგი დაქვეითების საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან ჩემპიონშიპში გუნდი ბოლო ადგილს იკავებს 16 ტურის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი გასულ თვეში გააძევეს.

როცა ჟურნალისტებმა იორკს ჰკითხეს, დაინტერესებული იყო თუ არა ამ სამუშაოთი, მან უპასუხა: "კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან კონტრაქტის დამყარება ვცადე და 1-2 შეტყობინება დავუტოვე, რათა გამეგო, იყო თუ არა უკან დაბრუნება შესაძლებელი.

ამ ადგილს რაღაც ახალი, რაღაც ამაღელვებელი ესაჭიროება. ასეთი გამოცდილება ხომ უკვე აქვთ, ეს ადრეც სცადეს და არ გაამართლა. ახლა რატომ არ უნდა გადააბარო ეს საქმე იმას, ვინც მონდომებულია და ღრმად სწამს, რომ საქმეს თავს გაართმევს?

ამაზე კვლავ ვაგრძელებ მუშაობას და ვნახოთ, რას მივაღწევ".
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
15 ნოემბერი 2017 18:09
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
წარმატებები იორკ
0
№2
ავტორი: ikeoni
15 ნოემბერი 2017 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
საინტერესო იქნება
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 ნოემბერი 2017 21:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია ეგრევე მიიწვიონ სანდერლენდში
0
№4
ავტორი: giorgi_mg
15 ნოემბერი 2017 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მიდი იორკ! არიქა იქნებ შენი სახით კარგ მწვრთნელს გამოვკრათ ხელი მომავალში. წარმატებები
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top