თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1540,
კომენტარები: 10
გიგზი: "რეშფორდს ჟეზუსში არ გავცვლიდი"
რაიან გიგზი მარკუს რეშფორდს აქებს.
გიგზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, რაიან გიგზი აცხადებს, რომ არ არსებობს ქვეყნად ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც მარკუს რეშფორდში გაცვლიდა.

ახალგაზრდა თავდამსხმელი "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მიმდინარე სეზონში და მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ნაკრებში გამოძახებასაც რეგულარულად იღებს. ინგლისის ნაკრებში გუშინ ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა ბრაზილიის ნაკრებს, რომლის რიგებშიც ასპარეზობდა პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი გაბრიელ ჟეზუსი.

"მანჩესტერ სიტის" ფორვარდი პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი პირველი შენაძენი იყო, როცა ესპანელმა სპეციალისტმა მანჩესტერული გუნდი ჩაიბარა და ჟეზუსი თავის ღირებულებას გატანილი გოლებით ამტკიცებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს ერთ-ერთი წამყვანი როლი უკავია "სიტის" შემადგენლობაში და აქტიურად იტანს გოლებს, უელსელი ლეგენდა მას მაინც არ ამჯობინებს რეშფორდს.

"ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთისგან განსხვავდება: ჟეზუსს ხშირად გააქვს გოლები, სამაგიეროდ მარკუსს მცველების მოტყუება და სხვადასხვა მოძრაობების გაკეთება უყვარს.

რეშფორდთან მხარდამხარ მიმუშავია და ვიცი მისი შესაძლებლობები. მაგრამ ყველაზე მეტად ის მაოცებდა, რა სურვილით გამოდიოდა მოედანზე. სწორედ ეს აქცევს მას "მანჩესტერ იუნაიტედის" მნიშვნელოვან აქტივად.

ჟეზუსს პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ თავი ნიჭიერ ფეხბურთელად წარმოაჩინა. თუმცა, არჩევანის გაკეთება რომ მომიხდეს, რეშფორდს არაფრის გულისთვის გავცვლიდი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელში",
- განაცხადა გიგზმა.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
15 ნოემბერი 2017 09:58
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Absoliturad sxvadasxva stilia..mitumetes jozes xelshi es agar Ari forvardi.gushin kargad itamasha ert momentshi Miranda marselos patara bavshvebivit gacda,kazemiros ro ar daesgvia gautanda..nakrebshi nelnela sheucvleli xdeba.msofloze vnaxot ras izavs
0
№2
ავტორი: kobinio
15 ნოემბერი 2017 11:15
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მსოფლიოზე გამოჩნდება კარგად მისი შესაძლებლობები
0
№3
ავტორი: LASHQARA
15 ნოემბერი 2017 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რა თქმა უნდა არც მე არ გავცვლიდი დაჟე არც ვიფიქრებდი მაგაზე რაშფორდი უფრო უნივერსალური და შემოქმედი ფეხბურთელია ვიდრე ეს love am
0
№4
ავტორი: PaLoMo
15 ნოემბერი 2017 12:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
jesusi magaria mara scvadasxva sitili aqvt ukve. orives magari momavali aqvs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ikeoni
15 ნოემბერი 2017 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Magaze ori azri araa imena Magari bichi izdeba saswaulii momavlit❤️
0
№6
ავტორი: Svanchester
15 ნოემბერი 2017 13:17
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
რეში უკლასნესია
0
№7
ავტორი: makaveli
15 ნოემბერი 2017 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
სხვისი არ ვიცი მაგრამ ასარჩევად რო იყოს რეში ჟესუსი თუ მარსიალიო
მე მარსიალს ავირჩევდი !!!
1
№8
ავტორი: gaga1987
15 ნოემბერი 2017 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
გიგზი უნდა წავიდეს სადმე მწვრთნელად რო პრაქტიკა და გამოცდილება მიიღოს თუ რათქმაუნდა უნდა რომ ჩვენთან იმუშაოს.
0
№9
ავტორი: stepno
15 ნოემბერი 2017 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რათქმაუნდა გიგზ
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
15 ნოემბერი 2017 21:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
განსხავებული სტილის ფეხბურთელები არიან, რეშფორდი უფრო შემოქმედი და მრავალმხრივია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top