თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2017, 18:46
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1359,
კომენტარები: 7
ლუკაკუ: "წარმატების მიღწევაში ზლატანი დაგვეხმარება"
რომელუ გუნდში ზლატანის როლზე საუბრობს.
ლუკაკუ:
პრემიერ ლიგის სეზონი თანდათან უფრო ხურდება, ცხრილს კი 11 ჩატარებული ტურის შემდეგ გამოკვეთილი ლიდერი "მანჩესტერ სიტი" ყავს, რომელიც უახლოეს მდევარ "იუნაიტედს" მთელი 8 ქულით უსწრებს.

მიმდინარე ჩამორჩენასა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე, წითელბის ბელგიელმა შემტევმა რომელუ ლუკაკუმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი წინ არის და ჯერ კიდევ არის შანსები წარმატების მისაღწევად.

მან ასევე კომენტარი შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც გააკეთა, რომელიც ტრავმის შემდეგ ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება და მალე შეძლებს გუნდში დაბრუნებას, ხოლო რომელუს თქმით ზლატანი მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს შემადგენლობას და დაეხმარება "იუნაიტედს" გადალახოს ის 8 ქულიანი ჩამორჩენა, რომელიც წითელ ეშმაკებს გვარდიოლას გუნდთან აშორებთ.

"ზლატანის გუნდში დაბრუნება ჩემთვის დამატებით მოტივაციას ნიშნავს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მას შესწევს ძალა დაგვეხმაროს და ის ჩამორჩენა რაც "სიტისთან" გვაქვს დავძლიოთ და ვიბრძოლოთ წარმატებისთვის, მისი დაბრუნება ნიშნავს კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელის ყოლას გუნდში.

სეზონის დიდი ნაწილი დარჩენილია, გვმართებს ძალების მობილიზება და სრული მზადყოფნა, დარწმუნებული ვარ შევძლებთ ვითამაშოთ იმაზე უკეთ ვიდრე გასულ ტურებში გამოვიყურებოდით, ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება არაფერი დასრულებულა"
- განაცხადა ბელგიელმა Sky Sports- ის ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ლუკაკუმ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო, ამით ის ნაკრების ბომბარდირებს გაუთანაბრდა 30 გატანილი გოლით და შანსი აქვს, ბელგიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდეს 24 წლის ასაკში, ასევე გეტყვით, რომ ამ ორი ბურთით მან მისი აქტივი წლევანდელ სეზონში, კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რიცხვი 16- ამდე გაზარდა რაც მშვენიერი შედეგია.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 ნოემბერი 2017 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian didi dzala gvibrundebaa❤️
0
№2
ავტორი: Svanchester
14 ნოემბერი 2017 19:42
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დიდო ზლატან
0
№3
ავტორი: IBRA-KADABRA
14 ნოემბერი 2017 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
დიადი ზლატანნი
0
№4
ავტორი: stepno
14 ნოემბერი 2017 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რათქმაუნდააა :))
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
14 ნოემბერი 2017 22:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მეორე წრისთვის დაბრუნდება ალბათ
0
№6
ავტორი: LASHQARA
14 ნოემბერი 2017 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
უეჭველი მაგარ თამაშსს დაამთხვევს wink ისეთი ამპარტავანია ხო უნდა დაბრუნდეს დიდებით lol am
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
15 ნოემბერი 2017 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დიადი ზლატანშე დაბრუნდება პოგბა იბრა და სრულყოფილად შეუტევს ჟოზე გრანდებს ეხა უბრალოთ არ რისკავს და კარგს შვება ... ჩელსისთან განსხვავებით ნიჩიაზე გაიყვანა მოუმ გუნდი და ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top