თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2017, 11:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2282,
კომენტარები: 10
ფელაინი იანვარში კლუბს დატოვებს
ზამთარში მარუანი "იუნაიტედიდან" წავა.
ფელაინი იანვარში კლუბს დატოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მარუან ფელაინი, დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს და "ბეშიქთაშში" გადავა.

ბელგიელი ჟოზე მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო კონტრაქტი, რომელიც მის მოთხოვნებს შეესაბამება.

გამომდინარე იქიდან, რომ 29 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები იძულებულნი არიან, იანვარში განშორდნენ მას, რათა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დაკარგონ.

გასულ კვირას პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანამ მოურინიოს იანვარში ვინმეს შეძენას ეცდება, ჯერ არსებულ ფეხბურთელებს უნდა განშორდეს, ფელაინი ამ უკანასკნელთა შორის პირველია.

კონტრაქტთან დაკავშირებული გაურკვევლობის ჟამს ფელაინი დროს უქმად არ კარგავდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა "ბეშიქთაშთან". "ევერტონის" ყოფილი ნახევარმცველის მოლოდინით, "წითელი ეშმაკები" მის გაყიდვას 8 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დათანხმდებიან.

ფელაინი იანვარში კლუბს დატოვებს


"იუნაიტედი" კი უკვე მუშაობის ფელაინის შემცვლელის პოვნაზე და ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილავს დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველ ფრედს, რომელსაც ევროპის რამდენიმე კლუბი აკვირდება.

თავდაპირველად 24 წლის ბრაზილიელის წარმომადგენლები მათ კლიენტს ლა ლიგაში ეპატიჟებოდნენ, სადაც ფრედის სამსახურით "სევილია" და "ვალენსია" არიან დაინტერესებულნი, მაგრამ პრემიერ ლიგაში გადასვლის შესაძლებლობა მათთვის გაცილებით მიმზიდველია.

წყარო: mirror
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 ნოემბერი 2017 13:06
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
დატოვებს და დატოვოს მაგის კარგიც მოვ...არ აკმაყოფილებს ეტყობა კონტრაქტის ახალი პირობები და ხელფასი წავიდეს თურქები მეტ ფულს შესთავაზებენ და ითამაშოს ბეშიქთაშში, თავს თუ იფასებს ეგ ცენზურა
0
№2
ავტორი: gache1991
12 ნოემბერი 2017 13:25
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რა დრო დადგა ფელაინი არ თანხმდება ახალ კონტრაქტს:)) წადი ბიძია წადი ,მზით გაცვითეთ:)) პროსტა ეს 8 მილიონი რა არი ჭიჭვეიშვილია?დაამუღამეს ამ თურქებმა მაგრად ლამის 20 მილიონში გამოუვიდათ ნანიც პერსიც და ეს გონებაშეზღუდულიც:))არანაირი ფრედი ერერა მაკტომინი ტუანზებე კერიკი საკმარისია სკამისთვის,ამას დამატებული პერეირა რომელიც ძალიან კარგად თამაშობს როცა თამაშობს ვალენსიაში..ეს იმიტო რო ზამთარში დაიერს არავინ გამოუშვებს ტორე ზაფხულში უნდა ვიჩალიჩოთ მაგ ბიჭზე..
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 ნოემბერი 2017 14:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოურინიო ისე ლაპარაკობს ფელაინიზე მაგრად გამიკვირდება რო გაუშვას
1
№4
ავტორი: dunkan
12 ნოემბერი 2017 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
ციტატა: SANDROGRIGA
მოურინიო ისე ლაპარაკობს ფელაინიზე მაგრად გამიკვირდება რო გაუშვას

მაურინიო არტისტია,თან იმენა ნიჭიერია,მაგისი სიტყვაზე ნდობა რავიცი,რავიცი.........
0
№5
ავტორი: dybbuk
12 ნოემბერი 2017 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
ციტატა: gache1991
რა დრო დადგა ფელაინი არ თანხმდება ახალ კონტრაქტს:)) წადი ბიძია წადი ,მზით გაცვითეთ:)) პროსტა ეს 8 მილიონი რა არი ჭიჭვეიშვილია?დაამუღამეს ამ თურქებმა მაგრად ლამის 20 მილიონში გამოუვიდათ ნანიც პერსიც და ეს გონებაშეზღუდულიც:))არანაირი ფრედი ერერა მაკტომინი ტუანზებე კერიკი საკმარისია სკამისთვის,ამას დამატებული პერეირა რომელიც ძალიან კარგად თამაშობს როცა თამაშობს ვალენსიაში..ეს იმიტო რო ზამთარში დაიერს არავინ გამოუშვებს ტორე ზაფხულში უნდა ვიჩალიჩოთ მაგ ბიჭზე..

დაიერზე დიდად არც დაჩალიჩდებიან მგონი მატიჩის მოსვლის მერე
0
№6
ავტორი: stepno
12 ნოემბერი 2017 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაღაც არამგონია :)))
0
№7
ავტორი: ikeoni
12 ნოემბერი 2017 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Magrad Ki gamikvirdeba da chemi azrit araa gasashvebiii
0
№8
ავტორი: kobinio
12 ნოემბერი 2017 18:30
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Svanski
დატოვებს და დატოვოს მაგის კარგიც მოვ...არ აკმაყოფილებს ეტყობა კონტრაქტის ახალი პირობები და ხელფასი წავიდეს თურქები მეტ ფულს შესთავაზებენ და ითამაშოს ბეშიქთაშში, თავს თუ იფასებს ეგ ცენზურა

რა დრო დაგვიდგა ძმას ვენაცვალე რომ ამ დონის ფეხბურთელებს უნდა ვეხვეწოთ lol :LOL:
ასეთები მახსოვს იხვეწებოდნენ უფასოდ მოვალთო wink ეს ფუთლუხი, კაია განაჯვას დარწმუნებული ვარ ამაზე უარესი არავინ მოვა და მხითარიანი გაიყოლოს კაკრას არარატსაც ნახავენ ერთად 3d_2
0
№9
ავტორი: PaLoMo
12 ნოემბერი 2017 20:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4125
8miliomado daiwera da iafiandzan magas jobia aq iyoss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: gaga1987
13 ნოემბერი 2017 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
8cotaaa.mets moitxovs joze.argaushvebs mag fasad.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top