თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2017, 11:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2060,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" 4 ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
4 მოთამაშები ახალ კონტრაქტს მიიღებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ხუან მატას, ანდერ ერერას, ეშლი იანგისა და დეილი ბლინდის კონტრაქტებში არსებულ პუნქტს გააქტიურებს, რათა ისინი მომდევნო სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს.

ოთხეულს მომდევნო ზაფხულს ეწურება მოქმედი კონტრაქტი, მაგრამ "იუნაიტედი" არ აპირებს მათთან თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღების შემდეგ განშორებას და იმისათვის, რომ მათი სატრანსფერო ბედი კარგად დაგეგმოს, შეთანხმებას დამატებით 12 თვით გაახანგრძლივებს.

ცნობილია, რომ უკვე ამოქმედდა იგივე პუნქტი ლუკ შოუს კონტრაქტში, რომელიც 2019 წლის ივნისამდე არის გათვლილი. "იუნაიტედმა" ასეთი ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ 2014 წელს "საუთჰემპტონიდან" 28 მილიონ ფუნტად შეძენილი ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში მისგან სარგებლის ნახვა სურს. ლუკით "ფენერბაჰჩეა" დაინტერესებული და იანვარში მის იჯარის წესით აყვანას ეცდება, მაგრამ თავად მოთამაშეს არ სურს თურქეთში გადასვლა.

როგორც მოსალოდნელია, "იუნაიტედი" შოუს თაობაზე შეთავაზებებს იანვარში განიხილავს, მაგრამ 20 მილიონ ფუნტზე ნაკლებს არ დათანხმდება, რასაც დაემატება ლუკის 130 ათას ფუნტიანი ყოველკვირეული ხელფასი და ამ ჯამმა შესაძლოა, პოტენციური შემსყიდველები დააფრთხოს. ასეთ გუნდებათ კი "ტოტენჰემი", "ჩელსი", "არსენალი", "ევერტონი" და "მანჩესტერ სიტი" მოიაზრებიან.

ერერასთან გრძელვადიანი კონტრაქტის თაობაზე წამოწყებული მოლაპარაკებები იქამდე დავიდა, რომ "იუნაიტედი" 12 თვით გახანგრძლივებაზეც თანახმაა, რათა ანდერმა იანვარშივე არ წამოიწყოს მოლაპარაკებები სხვა კლუბებთან და სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვოს კლუბი. 28 წლის ბასკი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ არ სურს ნემანია მატიჩის, პოლ პოგბასა და მარუან ფელაინის ჩრდილში ყოფნა.

"იუნაიტედი" 4 ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს


მატას, იანგისა და ბლინდის გრძელვადიანი მომავალი ნაკლებად ნათელია, მაგრამ მათი კონტრაქტების გახანგრძლივებით "იუნაიტედი" თავიდან აიცილებს მოულოდნელობებს და დროს მისცემს ჟოზე მოურინიოს, რათა გადაწყვიტოს, რა უნდა უყოს ამ ფეხბურთელებს სეზონის ბოლოს.

იანგმა თავი დაიმკვიდრა, როგორც ჟოზეს გუნდის მარცხენა მცველმა და იგი კონკურენციას უწევს ბლინდს, შოუსა და მატეო დარმიანს, მაგრამ ივლისში 33 წლის გახდება და ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდება ზაფხულში მის შემთხვევაში. იგივე ეხება ბლინდს, რომელმაც ჩემპიონატში მხოლოდ 3 მატჩი დაიწყო მიმდინარე სეზონში და პერიფერიულ ფიგურად იქცა.

მატა, რომლითაც მადრიდის "რეალია" დაინტერესებული, "ჩელსისთან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. მოურინიოს მიერ "ჩელსიში" ყოფნისას გაყიდული მატა ძირითადად მარჯვენა ვინგერად გვევლინება "იუნაიტედში" და მიუხედავად ჰენრიხ მხითარიანის ცუდი სათამაშო ფორმისა, მას მაინც არ ეძლევა ათიანის პოზიციაზე თამაშის საშუალება.

მატა აპრილში 30 წლის შესრულდება და მისი მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება, თუკი მოურინიო მესუთ ოზილს ან სხვა მის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს შეიძენს.

"იუნაიტედი" 4 ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს


ფეხბურთელი, რომლის შენარჩუნებაც მოურინიოს ნამდვილად სურს, მარუან ფელაინია, მაგრამ მისი კონტრაქტის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებები წარმატებით სულაც არ მიმდინარეობს.

ფელაინის წარმომადგენლებმა "იუნაიტედის" პირველი კონტრაქტი არ მიიღეს და ბელგიელი ნახევარმცველი იანვარში სხვა კლუბებთან წამოიწყებს მოლაპარაკებებს, რათა "ოლდ ტრაფორდზე" სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით კლუბი დატოვოს.

"გალათასარაი" ეცდება ფელაინის ამ მდგომარეობით სარგებლობას და ფეხბურთელს გადაიბირებს.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
12 ნოემბერი 2017 13:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
kargia.ufasod aravin ar unda gavushvat
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: Svanchester
12 ნოემბერი 2017 13:04
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ყველაზე მეტად მატას დარჩენა მიხარია არ არის ჩამოსაწერი ფეხბურთელი ეს, შევა ოპტიმალურ ფორმაში და შეძლებს გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს, რაც შეეხება ერერას ალბათ წავა მაქსიმუმ 1 წელში, მაგრად ვაფასებ ამ ფეხბურთელს მაგრამ ახალი სისხლი საჭიროა, ერერა არ არი შემტევი სტილი ისე ატლეტიკოს დახატავდა ანდერი, სწორედ ატლეტიკოს სვარკა თამაშებს და დაცვით სტილს მოუხდება ჩვენი ბიჭი.
0
№3
ავტორი: gache1991
12 ნოემბერი 2017 13:43
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მატა უნდა დარჩეს აუცილებლად,დააყენოს 10იანზე სომეხის მაგივრად და პირველივე თამაშსი დარწმუნდება..ერერა უნდა დარჩეს,კერიკი წამსვლელია,ფელაინიზე მართალია მირორი სანდო წყარო არაა მარა დაწერა უკვე რო თურქებთან პირადი კონტრაქტი შეატანხმაო,ასე რომ გუნდში პოგბა მატიჩის მერე ნომერ პირველი ვარიანტია და საჭიროა..იანგი უნდა დარჩეს,იმიტო რო უნივერსალი ბევრი არ გვყავს,რეალურად მარცხენა მცველად ბევრი ვარიანტი გვაქ მარა ყველაზე მაეტად გვიჭირს ფლანგის მცველები,ასე რომ გამოგვადგება,თუ იმას გავითვალისწინებთ რო დარმიანზე ძაან ბევრს წერენ რომას უნდაო..ბლინდს უნდა გაუგრძელონ და მერე გადაწყვიტონ,ანუ გამოდის რო ზამთარში თუ ხალხის მოყვანას არ ვაპირებთ არ უნდა დავკარგოთ თორე სეზონის ბოლომდე გაგვიჭირდება,ზაფხულში მატა ერერას გარდა ღატქმაუნდა აქედან ყველა გასაშვებია,რათქმაუნდა შოუც,ლინდელოფიც რავიცი კიდე
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 ნოემბერი 2017 14:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს დიდი წმენდა რამდენჯერ უნდა ჩატარდეს მაინც არაა საშველი, ჯერ კოდევ არი კარგი ტრანსფერები გასაკეთებელი
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
12 ნოემბერი 2017 16:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: SANDROGRIGA
ეს დიდი წმენდა რამდენჯერ უნდა ჩატარდეს მაინც არაა საშველი, ჯერ კოდევ არი კარგი ტრანსფერები გასაკეთებელი

ციტატა: SANDROGRIGA
ეს დიდი წმენდა რამდენჯერ უნდა ჩატარდეს მაინც არაა საშველი, ჯერ კოდევ არი კარგი ტრანსფერები გასაკეთებელი

ჩვენთან რო გაკეთდაბიმას წმენდა ქვია ჩემო ძმაო?იყიდინენ ვინმეს არიქა აგვაშენებსო და მერე ყიდიდნენ და ბალასტი მასა სულ რჩებოდა.ყველას მოუძებნი ადგილს გუნდში მთავარია თუ ცვლი მთლიანად შეცვალო მაღალი კლასი ფეხბურთელებით
0
№6
ავტორი: ikeoni
12 ნოემბერი 2017 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Vnaxot vnaxot
0
№7
ავტორი: kobinio
12 ნოემბერი 2017 18:37
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაურინიო მარტო მაგიტომ არ მევასება რომ მატას აფუჭებს ვინც მართლა ღირსია ძირითადის და ამ ღიპიან არარაობას ათამაშებს,ერერასი გასაგებია და მართალიცაა არ უნდა ჯდომა და მემგონია სატრანსფეროდ გამოიყენებს ატლეტიკოსთან ერერას მატა კიდე ბეილში გაუცვალოს და დაუმატონ ფული არიქნება ცუდი. ზამთარში არაა ხოლმე კაი ტრანსფერები მარა იუნაიტედის ამგვარი თამაში მემგონი იძლევა გარანტიას რო იქნება კაი ტრანსფერი წელს.პაჟივიომ უვიდიმ...
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
12 ნოემბერი 2017 20:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: SANDROGRIGA
ეს დიდი წმენდა რამდენჯერ უნდა ჩატარდეს მაინც არაა საშველი, ჯერ კოდევ არი კარგი ტრანსფერები გასაკეთებელი

ციტატა: SANDROGRIGA
ეს დიდი წმენდა რამდენჯერ უნდა ჩატარდეს მაინც არაა საშველი, ჯერ კოდევ არი კარგი ტრანსფერები გასაკეთებელი

ჩვენთან რო გაკეთდაბიმას წმენდა ქვია ჩემო ძმაო?იყიდინენ ვინმეს არიქა აგვაშენებსო და მერე ყიდიდნენ და ბალასტი მასა სულ რჩებოდა.ყველას მოუძებნი ადგილს გუნდში მთავარია თუ ცვლი მთლიანად შეცვალო მაღალი კლასი ფეხბურთელებით


ხო მაგას ვამბობ, ბოლო წლებია გეკთდება ეს ,,წმენდა" მარა რა ხეირი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top