თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2017, 17:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1601,
კომენტარები: 6
საუთგეიტი: "ჯონსის ტრავმა სერიოზული არ არის"
სავარაუდოდ ფილ ჯონსი მოედანს მალე დაუბრუნდება.
საუთგეიტი:
"იუნაიტედის" და ინგლისის დაცვის ხაზის წევრი ფილ ჯონსი, ამხანაგურ მატჩში დაშავდა სადაც ერთმანეთს ინგლისი და გერმანია დაუპირისპირდნენ, თუმცა გულშემატკივრების სასიხარულოდ ინგლისელთა მთავარ მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა განაცხადა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ არის და ფილი მალე შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ჯონსმა ტრავმა შეხვედრის 25 წუთზე მიიღო რის შემდეგაც საუთგეიტს იძულებითი ცვლილების გამოყენება დასჭირდა მის შესაცვლელდ.

ჯონსი "იუნაიტედის" შემადგენლობიდან ამ შეხვედრაში ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც თამაში ძირითადი თერთმეტეულიდან დაიწო, თუმცა ტრავმის შედეგად ამხანაგური შეხვედრის გამოტოვება იძულებით მოუწია, ჯერჯერობით უცნობია, საუთგეიტი დატოვებს მას ნაკრებში ამ მომენტისთვის თუ "იუნაიტედის" ლაზარეთში გაგზავნის.

"პირველ ტაიმში იყო მომენტები, სადაც ცოტა არადამაჯერებლად ვითამაშეთ თუმცა , ფილის ძირითადში ყოფნის დროს შედარებით უკეთ ვგრძნობდით თავს მანამ სანამ ტრავმას მიიღებდა, მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და შეიძლება ითქვას, რომ საშიში არაფერია, დიახ, აწუხებდა რაღაც მაგრამ საფრთხის შემცველი ამ მომენტში მის ჯამრთელობას არაფერი ემუქრება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია დავტოვებ თუ არა სანაკრებო შეკრებაზე მას". - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს Sky Sports

შეგახსენებთ, რომ ფილ ჯონსი სანაკრებო პაუზებიდან არაერთხელ დაბრუნებულა გუნდში ტრავმებით, როგორც ჩანს არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი, გასული სეზონის გადამწყვეტ ფაზაშიც მოხდა მძიმე ფაქტი, როდესაც "იუნაიტედის" ორმა ცენტრალურ მცველმა ფილ ჯონსმა და კრის სმოლინგმა მიიღეს ტრავმები და წითლებს მოუწიათ 1 ცენტრალური მცველის იმედად ყოფნა.


წუარო: manutd.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Manuille
11 ნოემბერი 2017 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
daitanja es kaci rasashinelebaa ra cota moeridos am shexetqebebs :D
0
№2
ავტორი: makaveli
11 ნოემბერი 2017 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
დამიანის თამაშს ვინ უყურეთ შვედებთან??? საუკეთესო იყო სტადიონზე ძმაო აწვდიდა ურტყავდა მაგარი შტანგა დაადო და მანჩესტერში რა ჭირთ ამ ჩემისებს? თან ვენტურამაც მარცხენა ფლანგზე ათამაშა და მაინც კარგად ითამაშა ჟოზეც ესწრებოდა თამაშს და იბრაც

ციტატა: Manuille
daitanja es kaci rasashinelebaa ra cota moeridos am shexetqebebs :D

არ შეხეთქებია არავის გუშინ lol ცარიელი კარიდან ბურთი გამოიტანა თავით გადაარჩინა გუნდი და თვითონ ტრავმა მიიღო მაგარი უიღბლოა ბეილის არ იყოს მაგანაც ტრვმა მიიღო გუშინ ვარჯიშზე
0
№3
ავტორი: ikeoni
11 ნოემბერი 2017 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
დააბრუნე სახლში თუ კაცი ხარ რა ამხანაგური თამაშებიი:((
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
11 ნოემბერი 2017 18:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდევ კარგი
0
№5
ავტორი: Svanchester
11 ნოემბერი 2017 18:04
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მოვითხოვთ ჯონსი ნაკრებიდან გაირიცხოს, smile ესე აღარ შეიძლება უკვე რამდენჯერაც სანაკრებო პაუზა იქნება იმდენჯერ უნდა ველოდოთ რომ ეს ტრავმით დაბრუნდება
0
№6
ავტორი: stepno
12 ნოემბერი 2017 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კიდე კაიი :((((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top