თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2017, 21:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1475,
კომენტარები: 5
ლამპარდმა მოურინიოს მხარი დაუჭირა
ფრენკის თქმით "იუნაიტედის" მარცხი მოურინიოს ბრალი არ შეიძლება იყოს.
ლამპარდმა მოურინიოს მხარი დაუჭირა
"ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდმა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სეზონის ბოლოს "იუნაიტედი" წარმატებას ვერ მიაღწევს, ეს პორტუგალიელი სპეციალისტის ბრალი არ იქნება.

"მოურინიო არის მწვრთნელი რომელსაც გამარჯვვება უყვარს, ხოლო მის მისაღწევად მას თავისებური ხედვები, სტრატეგიები და გეგმები აქვს, ეს სტილი რა თქმა უნდა განსხვავდება კონტესა და გვარდიოლას სტილისგან, თუმცა ეს მისი არჩევანია ეს მისი გზა არის.

თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ სეზონში ვერ მოიგებს პრემიერ ლიგას, ჩემი აზრით ეს არა ჟოზეს, არამედ ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები ხარისხის ბრალი იქნება. წლევანდელ სეზონში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა "სიტის" ყავს, ამ სეზოში ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან.

რაც შეეხება "ჩელსის", მათაც ყავთ ძლიერი ფებურთელები, მათი ძირითადი თერთმეტეული კარგ ფორმაშია, დღევანდელ ლონდონელებს შეუძლიათ ძალიან ძლიერ კოლექტივად ჩამოყალიბდენ.

"იუნაიტედი" საბოლოო ჯამში კარგად გამოიყურება, შეიძლება ჩაატარეს მათ ისეთი შეხვედრები სადაც მათზე ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, თუმცა ეს არ შეიძლება მწვრთნელს დაბრალდეს. წითელი ეშმაკები ვფიქრობ, რომ სეზონის ბოლომდე კონკურენტუნარიანები იქნებიან"
- ციტირებს Omnisport ფრენკ ლამპარდის სიტყვებს.


წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 ნოემბერი 2017 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
დალაგდება ყველაფერი დარწმუნებული ვარ am
0
№2
ავტორი: Svanchester
10 ნოემბერი 2017 22:10
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
წელს მსუყე ტიტული გვინდა, ან ჩემპიონთა ლიგა ან პრემიერ ლიგა რომელიმე მაინც.
0
№3
ავტორი: krekera
10 ნოემბერი 2017 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ციტატა: Svanski
წელს მსუყე ტიტული გვინდა, ან ჩემპიონთა ლიგა ან პრემიერ ლიგა რომელიმე მაინც.


გვინდა მაგრაა, ამ სასტავიით ჩემო ძმაო ძაან მეეჭვება, სანამ მატა, მხითარიანი, ლინგარდის და ფელაინის იმედზე ვართ შარში ვართ...
0
№4
ავტორი: Svanchester
10 ნოემბერი 2017 23:22
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
ციტატა: krekera
ციტატა: Svanski
წელს მსუყე ტიტული გვინდა, ან ჩემპიონთა ლიგა ან პრემიერ ლიგა რომელიმე მაინც.


გვინდა მაგრაა, ამ სასტავიით ჩემო ძმაო ძაან მეეჭვება, სანამ მატა, მხითარიანი, ლინგარდის და ფელაინის იმედზე ვართ შარში ვართ...

იმედია ზამთარში მოვძლიერდებით, ან მოიფიქრებს რამეს მოურინიოც ტიტული უნდა დადოს წელს მაგან
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
11 ნოემბერი 2017 13:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნიუკასლთან თამაში უნდა იყოს გარდამტეხი და უნდა დაძლიონ ეს ჩავარდნა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top