თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2017, 06:33
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2367,
კომენტარები: 10
ჟოზე "ოლდ ტრაფორდზე" დიდხანს დარჩება
მოურინიოს გეგმებში "იუნაიტედის" დატოვება არ შედის.
ჟოზე
ბრიტანული სპორტული გამოცემა "The Sun"იუწყება, რომ ჟოზე მოურინიოს გეგმებში "იუნაიტედის" დატოვება არ შედის და "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ დიდი ხნით დარჩება.

გასულ თვეში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტი საფრანგეთში გადაბარგდება და "პსჟ"-ს ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციის სიმძაფრეს დაემატა ჟოზეს კომენტარი, რომელიც ღიად გამოხატავდა პარიზის მიმართ სიმპათიას.

"ჩემმა შვილმა მიიღო გადაწყვეტილება და ლონდონიდან საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. მას არასოდეს არ უნახავს მანჩესტერი. რატომ პარიზი ? იმიტომ, რომ ამ ქალაქს რაღაც განსაკუთრებული აქვს. პარიზი ჯადოსნური ქალაქია."

გავრცელებული ჭორების მიხედვით, ჟოზეს არ სჯერა, რომ ის გაუწევს კონკურენციას პეპ გვარდიოლას, არც ახლა და არც უახლოეს მომავალში. სავარაუდოა, რომ პორტუგალიელის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ პარიზული კლუბის მესვეურებს.

თუმცა, "SkySport"-ის მტკიცებით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, მოურინიო თავის მომავალს კვლავ "იუნაიტედს" უკავშირებს და "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა მის გრძელვადიან გეგმებში შედის.

ცნობილია ისიც, რომ მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს ჟოზე დასასვენებლად არ წასულა, მაგრამ ევროპაში მოგზაურობს. საქმე იმაშია, რომ ჟოზე თავისი თვალით აკვირდება რამოდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეს და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მათ დამატებას ეცდება.

გასული თვის ერთ-ერთ მატჩის წინა კომენტარში ჟოზემ აღნიშნა, რომ მისი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" არ დასრულდება, თუმცა შემდგომ მან თავისივე სიტყვები განმარტა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ის ვერ შეძლებდა, თანამდედროვე ფეხბურთში იმავე გზის გავლას, რაც სერ ალექს ფერგიუსონმა და არსენ ვენგერმა შეძლეს.

წყარო: SkySprts
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
10 ნოემბერი 2017 06:53
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
5 სეზონი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მსოფლიო ფეხბურთში ვდომინირებდეთ... ასე ვაივაგლახით მოგებული არც უეფა არ მინდა და არც პრემიერ ლიგა... ყველა მატჩი, რომც წავაგოთ, უნდა ვიყოთ პირველი ნომერი ! ყველას უნდა ვჯობდიდეთ და მარცხი უნდა დავაბრალოდ გამართლებას !! არ უნდა ვთქვათ რო მეტოქემ გვაჯობა, უნდა დავწეროთ რო ამდენი მომენტი გქვონდა და ვერ გამოვიყენეთო! ჟოზეს შეუძლია ამის მოცემა და ვაცადოთ !სადებიუტო სეზონი წარმატებული ქონდა, მიმდინარეც შესანიშნავია, მართალია სიტია ჩვენს მარღლა, მარა ლიგაზე 12 ქულა გვაქ, გოლსაც იშვიათად ვუშვებთ და ეს ყველაფერი ლიდერის გარეშე ! პოგბა დაბრუნდება + იბრაც მისცემს შანს ლუკაკუს რო დაისვენოს , ზამთარში პერეირა დაბრუნდება და ერთი ხმაურიანი ტრანსფერი მოგვცემს ტიტულისთვის ბრძოლის ძალას
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: stepno
10 ნოემბერი 2017 09:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
წარმატებები რაც შეიძლება მეტი ტიტულიი love
0
№3
ავტორი: manubro
10 ნოემბერი 2017 09:45
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
სერ ალექსმაც ვერაფერი ქნა პირველ ორ სეზონში გუნდის შენებას დრო სჭირდება, ახალგაზრდა ტიპი გვინდა დიდი ხნით რო დარჩეს და ცოტა დრო მივცეთ რო გუნდი მასთან ერთად აშენდეს და მის ირგვლივ იტრიალოს ... სერ ალექსმა ეპოქა შექმნა მაგრამ პირველი სეზონები დიდი ვერაფერი იყო... ჟოზე დროებითია მთავარია ამან ის მკვლელის ინსტიქტი დაუბრუნოს გუნდს.

არ მჯერა ამ კაცის, არც ამის ფეხბურთი მომწონს , მაგრამ მხარდაჭერას ვუცხადებ მაინც!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№4
ავტორი: ikeoni
10 ნოემბერი 2017 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
დარწმუნებული ვარ არსად არ წავა ჟოზე სანამ სერიოზულ წარმატებას არ მიახწევს გუნდთან ერთად love
0
№5
ავტორი: Svanchester
10 ნოემბერი 2017 10:50
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
წარმატებებო

წარმატებები
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 ნოემბერი 2017 12:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზამთარში გვინდა ერთი-ორი ტრანსფერი, ვინგერი გვჭირდება განსაკუთრებით
0
№7
ავტორი: KINKLADZE (ATSANSKI)
10 ნოემბერი 2017 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
გაუმარჯოს სასტავს !!! აქ ახალი ვარ დღეს დავრეგისტრირდი უბრალოდ თორე ისე დღე არ გავა ნიუსებს არ გავეცნო მუდმივ რეშიმში ვათვალიერებ ნიუსებს და ძაან მიხარია რომ მოხოდილია საიტი საკაიფოდ და მადლობა ბიჭებს რომ გვაცნობთ სიახლებბს და მუშაობთ ამისთვის, ჯერ კიდევ (redarmy.ge) რომ იყო იქიდან გგოსტავთ :))) ვერ დაგპირდებით რომ სიახლეებს დავდებ მაგრამ თქვენს ნიესებს ყოველთვის დავაკომენტარებ და მინდა რომ მეც ჩემი აზრი დავაფიქ**** თუ რას ვფიქრობ ამა თუ იმ თემაზე და დღეიდან მიგულეთ თქვენს გვერდით. PS: თემას ავცდი მაგრამ კარგი იქნება თუ თბილისში რამე ნორმალურ ბარს ან პაბს გავაძრობთ (იასნად ისეთი რომ ერთ ბაკალ ლუდში 14 ლარი არ გადაგვახდევინონ) და ფანკლუბის თემას მივაწვებით მნიშვნელოვან თამაშებზე მაიც რომ სადმე შევიკრიბოდხოლმე ლუდი ამბავი და გაგება:))) ბათუმში ხშირად იკრიბებიან როგორც ვხედავხოლმე და თბილისშიც მოვაბათ თავი :)))
0
№8
ავტორი: The Special One
10 ნოემბერი 2017 16:20
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ძაან უცნაური მწვრთნელია აი ძალიან,კაი შეიძლება გახვიდე და სიტისთან ითამაშო დაცვაში,მარა გახვიდე ენფილდზე და კონტრ შეტევაზეც არ იფიქრო,რავი არ მესმის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№9
ავტორი: Goginashvili777
10 ნოემბერი 2017 16:23
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ციტატა: KINKLADZE (ATSANSKI)
გაუმარჯოს სასტავს !!! აქ ახალი ვარ დღეს დავრეგისტრირდი უბრალოდ თორე ისე დღე არ გავა ნიუსებს არ გავეცნო მუდმივ რეშიმში ვათვალიერებ ნიუსებს და ძაან მიხარია რომ მოხოდილია საიტი საკაიფოდ და მადლობა ბიჭებს რომ გვაცნობთ სიახლებბს და მუშაობთ ამისთვის, ჯერ კიდევ (redarmy.ge) რომ იყო იქიდან გგოსტავთ :))) ვერ დაგპირდებით რომ სიახლეებს დავდებ მაგრამ თქვენს ნიესებს ყოველთვის დავაკომენტარებ და მინდა რომ მეც ჩემი აზრი დავაფიქ**** თუ რას ვფიქრობ ამა თუ იმ თემაზე და დღეიდან მიგულეთ თქვენს გვერდით. PS: თემას ავცდი მაგრამ კარგი იქნება თუ თბილისში რამე ნორმალურ ბარს ან პაბს გავაძრობთ (იასნად ისეთი რომ ერთ ბაკალ ლუდში 14 ლარი არ გადაგვახდევინონ) და ფანკლუბის თემას მივაწვებით მნიშვნელოვან თამაშებზე მაიც რომ სადმე შევიკრიბოდხოლმე ლუდი ამბავი და გაგება:))) ბათუმში ხშირად იკრიბებიან როგორც ვხედავხოლმე და თბილისშიც მოვაბათ თავი :)))


თბილისში ყოველკვირას ვმართავდით, გაგონილი მაინც არ გაქვს ? მაგრამ მერე ხალხმა დაიკიდა სინდისი და ნამუსი... მინიმალური 10 ლარი რო იყო გადასახდელი, 30 კაცში 200 ლარსაც ვერ ვკრავდით და 1-2ჯერ შევრცხვით და 1-2ჯერ ადმინისტრაციამ დავამატეთ ... ვნახოთ, გეგმაში არის აღდგენა ჯგუფური ეტაპების შემდეგ და თუ შეიცვალა სიტუაცია გამცნობთ, თუ არადა ჯგუფში ფორუმიც დააკმაყოფილებს ზოგიერთს
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№10
ავტორი: qamari
10 ნოემბერი 2017 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
დაცვასა და თავდასხმას შორის ერთი კრეატიული და სწრაფი ფეხბურთელი სრულად შეცვლის გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top