"იუნაიტედის" ახალგაზრდა ნიჭიერმა შემტევმა ენტონი მარსიალმა ფრანგულ ტელეარხ SFR Sport ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა იმაზე თუ რატომ იღიმება იშვიათად.
"ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ხშირად ვიღიმი ვიდრე ეს გარკვეული ხნის უკან და თუნდაც გასულ სეზონში ხდებოდა, ჩემი მოწყენილი სახე განპირობებული იყო იმით, რომ პირად ცხოვრებაში მქონდა გარკვეული პრობლემები რომელთა გადალახვაც საბედნიეროდ შევძელი და უკან მოვიტოვე ის დრო როდესაც ნაკლებად მეღიმებოდა.
ასე რომ ახლა მე ნამდვილად ფოკუსირებული ვარ ფეხბურთის თამაშით და თუ კარგად დააკვირდებით, ჩემი თანაგუნდელებიდან პირველი ვარ ვინც ხშირად იღიმება.
მინდა გითხრათ, რომ მოედანს გარეთ მორიდებული პიროვნება ვარ, არ მიყვარს ემოციების მკაფიოდ გამოხატვა, ხოლო ახლა როდესაც არ ვიღიმები მაშინაცკი ბედნიერად ვგრძნობ თავს.
შესაძლოა მოედანზე ხშირად არ ვარ მომღიმარი, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, რომ მთლიანად ვარ კონცენტრირებული თამაშის მიმდინარეობაზე.
რა თქმა უნდა შემიძლია ხშირად ვიყო მხიარული, მაგრამ თუ ეს სპეციალურად მოსაჩვენებლად გავაკეთე ეს სიყალბე იქნება, არ მინდა ჩემი ღიმილი არაბუნებრივი იყოს".- განაცხადა ინტერვიუს დასასრულს ფრანგმა.
წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.