პრემიერ ლიგის გასული ტურის მატჩში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ, არანაკლებ პრინციპული იყო ეს შეხვედრა ორივე გუნდის მწვრთნელებისთვის, არახალია ის რომ კონტესა და მოურინიოს არცთუ ისე სასიამოვნო ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან.
გამარჯვება მასპინძლებს ხვდათ წილად მინიმალური ანგარიშით 1-0, მატჩის დასასრულს საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, კონტემ და მოურინიომ ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს, ხოლო მოგვიანებით ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი პორტუგალიელ სპეციალისტმა გააკეთა.
"მე ვალდებული ვიყავი სტადიონზე მერბინა მისთვის ხელის ჩამოსართმევად? თამაშის დასრულების შემდეგ ხელი მის ასისტენტებს ჩამოვართვი ვფიქრობ ეს საკმარისი იყო.
როდესაც მსაჯმა შეხვედრა დაასრულა კონტე სტადიონზე გაიქცა, ხოლო მე ვალდებული არ ვიყავი მას გავკიდებოდი, არც იმაში ვიყავი ვალდებული რომ მას გვირაბის შესასვლელთან დავლოდებოდი, ამაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ"- განუცხადა მოურინიომ ჟურნალისტებს.
წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.