"იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ უკვე რამოდენიმე მატჩია გოლის გატანას ვერ ახერხებს, აქედან გამომდინარე კრიტიკოსებმაც მოუმატეს მის შესახებ კრიტიკას.
განსხვავებით ბოლო შეხვედრებისა, ლუკაკუმ სეზონის საწყისი სტარტი საკმაოდ კარგად დაიწყო და ყველა ტურნირზე ჯამში მას 17 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა უგროვდება.
მის შესახებ კომენტარი ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა გააკეთა და განაცხადა, რომ ლუკაკუს კრიტიკა ხელს ვერ შეუშლის განვითარებაში.
"მე მახსოვს თუ როგორი წარმატებით გამოდიოდა ის "ევერტონის" შემადგენლობში, დიახ მას ბოლო დროს ბევრი ვერ გააქვს, თუმცა მას ჯერა საკუთარი შესაძლებლობების, ხოლო მასზე წამოსული კრიტიკა განვითარებაში ხელს ვერ შეუშლის, არ შეიძლება იმის თქმა რომ ლუკაკუს მანჩესტერული კარიერა წარუმატებელია.
ვიმედოვნებ რომ ის იმ ფეხბურთის ჩვენებას შეძლებს რაც წარმატების მიღწევაში დაეხმარება, რა თქმა უნდა "იუნაიტედში" მასზე ზეწოლა ძალიან დიდია, ბევრია დამოკიდებული მის თამაშზე თუმცა ამ მომენტში რომელუს გვერდში დგომა ესაჭიროება, კრიტიკა მას სწორ გზაზე ვერ დააყენებს".- ციტირებს Sky Sports მარტინესის სიტყვებს.
წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.