თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2017, 20:30
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3100,
კომენტარები: 18
უახლესი ცნობები პოგბასა და იბრაჰიმოვიჩის შესახებ
"იუნაიტედის" ძირითადი ძალა ბრუნდება.
უახლესი ცნობები პოგბასა და იბრაჰიმოვიჩის შესახებ
წითელი ეშმაკების ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას "ბაზელთან" მიღებული ტრავმის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩების გაცდენა მოუწია, რამაც პირდაპირი მნიშვნელობით იქონია ზეგავლენა გუნდის ნაჩვენებ შედეგებზე, როგორც ჩანს მისი ტრავმა მოშუშდა და ის მზად არის გუნდს დაუბრუნდეს.

ხოლო რაც შეეხება პოგბას დაბრუნების თარიღს შეიძლება ითქვას, რომ ის სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს წითლების რიგებში დაბრუნებას და გუნდის დახმარებას საჩემპიონო რბოლაში, მანჩესტერელთა მორიგი შეხვედრა პრემიერ ლიგის ეგიდით ოლდ ტრაფორდზე "ნიუკასლის" წინააღმდეგ შედგება, რომელიც 18 ნოებერს გაიმართება სადაც ფრანგი მონაეწილეობას მიიღებს.

"იუნაიტედის" ლაზარეთის კიდევ ერთი წევრი, შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს, წყარო იუწყება რომ მისი დაბრუნება დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.- ნათქვამია Daily Mirror- ის მიერ გამოცემულ სტატიაში.

შეგახსენებთ რომ იბრაჰიმოვიჩმა მუხლის ჯვარედინი იოგები გასულ სეზონში ევროპა ლიგის შეხვედრაში "ანდერლეხტის" წინააღმდეგ უწყინარ სიტუაციაში მიიღო რის შედეგადაც დიდი ხნით მოედნის დატოვება მოუწია, ბევრი მიიჩნევდა რომ ამით მისი კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა, თუმცა ზლატანმა წითლებთან 1 წლიანი კონტრაქტი კვლავ გააფორმა.


წყარო: euro-football.ru
ჭორები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
8 ნოემბერი 2017 20:35
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
იუნაიტედის დამრტყმელი ძალა ბრუნდება
0
№2
ავტორი: ikeoni
8 ნოემბერი 2017 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
ისევ ის მანიუ გახდება რაც სეზონის დასაწყიში იყოო am love
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
8 ნოემბერი 2017 21:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვნახოთ თუ პოგბას ბრალია ეს უსახური თამაში

მარტო პოგბა ვერ უშველის საქმეს, დიდწილად მნიშვნელოვანი ფიგურაა მარა არამგონია ერთ კაცში იყოს პრობლემა, გუნდია ცუდ ფორმაში, ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას რო პოგბა რო ჩელსისთან ყოფილიყო გუნდის თამაში სხვანაირი იქნებოდა ან ტაქტიკა შეიცვლებოდა
0
№4
ავტორი: Goginashvili777
8 ნოემბერი 2017 22:28
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
სიახლეები აკონტროლე სვანი, ბევრი შეცდომაა გაპარული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: JuanMata
8 ნოემბერი 2017 22:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: SANDROGRIGA
ვნახოთ თუ პოგბას ბრალია ეს უსახური თამაში

მარტო პოგბა ვერ უშველის საქმეს, დიდწილად მნიშვნელოვანი ფიგურაა მარა არამგონია ერთ კაცში იყოს პრობლემა, გუნდია ცუდ ფორმაში, ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას რო პოგბა რო ჩელსისთან ყოფილიყო გუნდის თამაში სხვანაირი იქნებოდა ან ტაქტიკა შეიცვლებოდა


მეც მასე მგონია, პოგბა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დიდი ძალაა, მაგრმ იმ თამაშში სადაც ბურთი საერთოდ არ გვაქვს ძაან გაუჭირდება ნებისმიერს.
ნიუკასლთან სახლში წესით უფრო გაბედულად უნდა ვითამაშოთ და 3 ქულა გვინდა აუცილებლად.
0
№6
ავტორი: Svanchester
8 ნოემბერი 2017 22:54
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
ციტატა: Goginashvili777
სიახლეები აკონტროლე სვანი, ბევრი შეცდომაა გაპარული

სიახლეებს ვაკონტროლებ გოგინაშვილი, თუ რამე შეცდომებია პირადში მომწერე კაცურად.
0
№7
ავტორი: LASHQARA
9 ნოემბერი 2017 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
დაბრუნდება პოლი და დალაგდება ყველაფერი, იმიტომ რომ შეტევა გაძლიერდება ცენტრს მოვიგებთ და ლუკაკუს კარგი მომმარაგებელი ეყოლება. წყვიტავს თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ერთი კაცი რადიკალურად ცვლის სურათს და გუნდის თამაშს... love am
0
№8
ავტორი: Phil Jones
9 ნოემბერი 2017 01:53
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ესენი თქვენ მუშტიკრივში უნდა ნახოთ ჩემმა მზემ.
1
№9
ავტორი: WeAreUnited
9 ნოემბერი 2017 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: SANDROGRIGA
ვნახოთ თუ პოგბას ბრალია ეს უსახური თამაში

მარტო პოგბა ვერ უშველის საქმეს, დიდწილად მნიშვნელოვანი ფიგურაა მარა არამგონია ერთ კაცში იყოს პრობლემა, გუნდია ცუდ ფორმაში, ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას რო პოგბა რო ჩელსისთან ყოფილიყო გუნდის თამაში სხვანაირი იქნებოდა ან ტაქტიკა შეიცვლებოდა


დაიჯერებ პირველივე თამაშში მაუმ ვენები ტყუილად კი არ გადაიხსნა და რეკორდი დადო ტრანსფერის ამის გამო )) ამაზე აქვს კაცს აწყობილი შეტევა სუფთა ჩამშლელი უყიდა მატიჩის სახით რომ ნაკლები ჯაფა დასდგომოდა ამას დაცვაში )) და რა გინდა ეხლა რომ თქვა ? :)
0
№10
ავტორი: kantona-7
9 ნოემბერი 2017 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
პიგბა რომ გუნდს ძალუან აკლია და ამაზეა გუნდი აწყობილი ამას ბევრი ლაპარაკი არსჭირდება რადგან პოგბაა ერთადერთი ვინც ნახევარდაცვას და თავდასხმას ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს+დაცვას... ასერომ პოგბას არყოფნა ყველაზე დიდი დანაკლისია გინდში ჩემიაზრით+შემცვლელიც არყავს ამკაცს და გუნდში ერთი კაი ნახევარმცველია მოსაყვანი-მაგალითად მევისურვებდი ერიქსენს საულს კოვაჩიჩს კროსს ვერატის და კიდრვ რამდენიმე იგროკია ვისაც შეუძლია ბურთი აიტანოს და ნახევარდაცვა შეტევა და დაცვა ერთმანეთთან შეკრას მჭიდროდ... მაგალითად რეალს მოდრიჩი კროსი ყავს ასეთი+კოვაჩიჩი... ჩვენც ასე უნდა გვყავდეს რომელიმე ნახევარმცველის არყოფნა ასე ძალიან რომარდაეტყოს გუნდს

ერერას რაც შეეხება პიგბას შემცვლელად არვფიქრობ რადგან პასიარააქვს წინ ნორმალური და უფრო მატიჩის შემცვლელად მოიაზრება ვიდრე პოგბასი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top