თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2017, 19:39
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1975,
კომენტარები: 6
ფერგიუსონი: "რატომ ვამჯობინე დე ხეა ნოიერს"
სერ ალექს ფერგიუსონი გადაწყვეტილების მიღების მიზეზზე საუბრობს.
ფერგიუსონი:
სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ ედვინ ვან დერ სარის შემცვლელად მანუელ ნოიერის შეძენა სურდა და არა დავიდ დე ხეასი, მაგრამ მოხარულია, რომ აზრი შეიცვალა.

2011 წლის თებერვალში ჰოლანდიელმა კიპერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, ამიტომ "წითლებმა" ახალი მეკარის ძიება დაიწყეს.

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა მეკარე დავიდ დე ხეა მეკარეთა მწვრთნელის, ერიკ სტილის კანდიდატი იყო, ხოლო ფერგიუსონის არჩევანი 25 წლის ნოიერზე ჩერდებოდა. თუმცა, სტილმა დავაში გაიმარჯვა.

"ერიკ სტილი დავიდ დე ხეას დიდხანს აკვირდებოდა, მაგრამ მერე "შალკეში" მოთამაშე ნოიერი გამოჩნდა სცენაზე. და მიმაჩნია, რომ "შალკე" ბედნიერი იქნებოდა, თუკი ნოიერის გამო მივაკითხავდით და მის შეძენას ვეცდებოდით.

ასე რომ, ჩემი პრობლემა იყო ერიკი, რადგანაც ის დარწმუნებული იყო, რომ დე ხეა უნდა შეგვეძინა. ვეუბნები: "მაგრამ, ერიკ, ეს ბიჭი ნოიერი სრულყოფილია; მისი აღნაგობა, რეაქცია დაუჯერებელია", და ის მეუბნება: "დიახ, მაგრამ სამ წელიწადში დე ხეა უკეთესი იქნება".

ვუთხარი: "ეს უკვე არგუმენტია".

ერიკი და მე დე ხეას სანახავად ჩავედით "ვალენსიასთან" მატჩზე და ყველაფერი, რაზეც ის ლაპარაკობდა - მისი უნარები, თვითრწმენა, სისწრაფე - დამარწმუნებელი იყო.

მერე ერიკმა მის მშობლებთან ჩამოაყალიბა ურთიერთობა და ისეთი დარწმუნებული იყო, რომ მივენდე- და მოხარული ვარ, რომ ასე მოვიქეცი, რადგანაც მართალი აღმოჩნდა",
- განაცხადა ყოფილმა მწვრთნელმა.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
8 ნოემბერი 2017 19:44
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
მადლობა ერიკ სტილს
0
№2
ავტორი: gache1991
8 ნოემბერი 2017 19:57
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს იყო სულ მესამე შემთხვევა ფერგის კარიერაში როცა გუნდთან ერთად არ იყო:)) თუ სწორად მახსოვს სადღაც თქვა რო 2 იყო ოჯახური პრობლემა, და მესამე როცა დეხეას სანახავად ვიყავიო:)ფაქტია არ შემცდარა..მაგარია ნოიერი მარა მე არ მევასება,ძაან ცანცარაა,უაზროდ რო გამორბის ხოლმე ხანდახან..ხოდა დასაჯა სტანკოვიჩმა ცენტრიდან:))შალკეში იყო მაშინ ნოიერი:)
1
№3
8 ნოემბერი 2017 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ვერ გავიგე თვითონ იღებთ გოალ.გე დან სტატიებს და ჩვეულებრივ აქვეყნებთ მაშინ მე რა დავაშავე რო მეუბნებით გადმოკოპირებულიაო
0
№4
ავტორი: ikeoni
8 ნოემბერი 2017 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
უკვე მსოფლიოში საუკეთესო მეკარე love
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
8 ნოემბერი 2017 20:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ერიკ სტილი ძაან მაგარი იყო, ნუ დე ხეაზე აღარ ვამბობ
0
№6
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2017 21:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: ლეგენდა რუნი
ვერ გავიგე თვითონ იღებთ გოალ.გე დან სტატიებს და ჩვეულებრივ აქვეყნებთ მაშინ მე რა დავაშავე რო მეუბნებით გადმოკოპირებულიაო

რა არის გოალ.ჯიდან აღებული ერთი გვანახე აბა. სად გინახავს გოალ.ჯიზე ამხელა სიახლე მარტო ეგ დაგვილინკე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top