პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული მე-11- ტურის შეხვედრა "ჩელსის" წინააღმდეგ "იუნაიტედისთვის" ამ სეზონში მე-2 მარცხის მომტანი აღმოჩნდა, ხოლო ლიდერ "სიტისთან" დაშორება უკვე 8 ქულით გაიზარდა რაც იმაზე მეტყველებს, რომ საჩემპიონო ბრძოლისთვის წითელ ეშმაკებს მაქსიმალურად მოუწევთ საკუთარი ძალების მობილიზება და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა.
გასული ტურის შემდეგ, კომენტარი წითლების ახალგაზრდა ნიჭიერმა შემტევმა ენტონი მარსიალმა გააკეთა და აღნიშნა, რომ სათადარიგო სკამიდან ძნელია თამაშის მსვლელობაში ჩაერთო და რამე შეცვალო.
"მნიშვნელოვანია როდესაც თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან იწყებ და არა სათადარიგო სკამიდან, როდესაც შეხვედრას პირველივე წუთიდან იწყებ ადვილად ყვები თამაშის რიტმს, ხოლო როდესაც ცვლილებით შედიხარ მოედანზე ამ დროს ყველა ფეხბურთელი აყოლილია ტემპს ხოლო შენთვის ეს ცოტა ძნელია, სიტუაციის გასაანალიზებლად დრო გჭირდება.
ამიტომაც მირჩევნია თამაში დავიწყო ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების და დარწმუნებული ვარ ჩემ თავში, ასევე ვფიქრობ რომ ჩემზე მწვრთნელიც იგივეს ფიქრობს, თუ მე გავაგრძელებ საკუთარი ძალების მობილიზებას და უკეთ თამაშს მჯერა, რომ მეტი სათამაშო დრო მომეცემა, რადგან ეს ჩემი განვითარებისთვის მნიშვნელოვანწილად საჭიროა".- ციტირებს მარსიალის სიტყვებს SFR Sport
წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.