თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2017, 13:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2509,
კომენტარები: 12
ნევილი: "იუნაიტედს" აგრესიული ცენტრი ჭირდება"
გუნდს პოგბა და კერიკი აკლია.
ნევილი:
"იუნაიტედის" გუშინდელ მარცხთან დაკავშირებით კომენტარი, წითლების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა გარი ნევილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მოურინიოს შეგირდებს ცენტრში სისუსტე შეენიშნებოდათ, რის შედეგადაც ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს.

"ვფიქრობ, რომ "იუნაიტედმა" ძალების მობილიზება ცენტრში ვერ შეძლო, კანტემ მასზე დაკისრებული საქმე ბრწყინვალედ შეასრულა, ბაკაიოკოც არ გამოიყურებოდა ცუდად, ხოლო აზარმა და ფაბრეგასმა მატჩის სადავეების ხელში აღება მოახერხეს, სიტუაციას ძირითადად ეს ორი ფეხბურთელი აკონტროლებდა, "იუნაიტედს" კი ცენტრალურ ზონაში ძალები არ ეყო რათა წინააღმდეგობა გაეწია ამ ფეხბურთელებისთვის, როდესაც ასეთ დიდ მატჩებში შეძლებ დომინირების მოპოვებას ცენტრში, აუცილებლად შეძლებ წარმატების მიღწევას, "ჩელსიმ" ეს შეძლო და ლოგიკური ანგარიშიც დააფიქსირა.

აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ პოგბას სახით წითლებს ძალიან დიდი ძალა აკლიათ, მისი არ ყოფნა გუნდში იწვევს იმას, რომ ფეხბურთელებმა დაკარგეს თავდაჯერებულობა და აგრესია, პოგბას შეუძლია რთულ მომენტებში გამოსავლის პოვნა, შეუძლია გამოუვალ მდგომარეობაშიც კი არ დაკარგოს ბურთი და ლოგიკური გაგრძელება უპოვოს შეტევებს, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეს უმოქმედოდ ტოვებს, მათ ასევე აკლიათ კერიკი რომელსაც შეუძლია ცენტრიდან შეტევების ორგანიზება.

დაიმსახურა თუ არა "ჩელსიმ" გამარჯვება? ვფიქრობ რომ დიახ მათ დაიმსახურეს, "იუნაიტედმა" პირველი 15 წუთი კარგად ითამაშა ისინი ცდილობდნენ მათ განზრახვები შეესრულებინათ, თუმცა არისტოკრატების დაცვის ხაზი კარგად გამოიყურებოდა, სახიფათო იყო რეშფორდის მომენტი სადაც სიზუსტე დააკლდა, ასევე ლუკაკუსაც კარგი შანსი ქონდა, თუმცა ამის ჩემდეგ "ჩელსის" ფეხბურთლებმა შეძლეს მოედნის ცენტრის დაკავება საიდანაც ძირითადად შეტევები კარგად ხორციელდებოდა.

მოურინიოს სურდა თამაშის დასაწყისიდანვე მეტი შეეტია და გაეტანა, ის ფიქრობდა რომ სწრაფი გოლით შეძლებდა მოწინააღმდეგე გუნდის თავდაჯერებულობის დაკარგვას, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა, არისტოკრატებმა დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულეს".
-განაცხადა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში გარი ნევილმა


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 ნოემბერი 2017 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
რა გახდა ასეთი პოგბას ტრამვაა ბოლო ბოლო მაინც დაგვეტყო მაგის არ ყოფნა:(((
0
№2
ავტორი: Manuille
6 ნოემბერი 2017 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
armgonia pogbas mosvlis shemdeg rame dzireulad sheicvalos mtavar problemas me jozeshi vxedav samcuxarod
0
№3
ავტორი: kobinio
6 ნოემბერი 2017 13:52
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
პოგბა პოგბა პოგბა ესიგი პოგბა ზოფილა მთელი იუნაიტედი და რაღაჩემ დარდზუბალად გვინდა მაურინიო,ყლითარიანი ხერერა და მისნაირი არაფრისმომცემი ფეხბურთელები?! კი ვეთანხმები პოლ პოგბას გარეშე მანჩესტერ იუნაიტედი არის საშვალო დონის გინდი...
ასეთი კარგი კალენდარი მანჩესტერს კარგახანია არ ჰქონია,,,საჩემპიონოდ მეტი რაღა უნდა ენატრა ცუანა მაურინიოს მარა თავისი ქვეშაჯვია დაცვითი სტილით აი 4 ნოლი კი არ წააგო 1 ნოლი წააგო და მადლობა უთხრათ ხომ? ჩემი აყრით როდესაც გუნდში ასეთი სწრაფი ფეხბურთელები გყავს როგორიც რეშფრდი და მარსიალი არიან მეტი შეტევისკენ უნდა იფიქროს და არა ჩაჯმული დაცვისკენ. სასწრაფოდ საყიდელია ცენტრში პოლის შემცვლელი და ერთი დაცვაც არ გვაწყენდა
მხითარიან მოუ*** დედის მუ*ელი მაგის გამო კაცნაკლული ვართ ყველა თამაშში

ეს რო ჩელსის 9 ქულას აღმოუფხრავს სიყმრადაც კი დნელი დასაჯერებელია

აშკარა პარისენჯერმენის გზას ადგას ბოზბა<შა მაურინიო

არაფერს გამოვრიცხავო რო იტზვის მწვრთნელი მანდ უკვე ესეგი ფიქრობს ,შარშან ამბობდა აქ დიდი ხანი მინდა დავრჩეო წელს უკვე ამბობს გამორიცხული არაფერიაო,რაც იმას ნიშნავს რომ ამ ცენზურასნაშირერს მოეწონა პესეჟეს შემოთავაზება,
0
№4
ავტორი: Svanchester
6 ნოემბერი 2017 14:09
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
ვეთანხმები, აგრესიული ცენტრი გვჭირდება, პოგბას შემცვლელია მოსაყვანი.
0
№5
ავტორი: Kicho
6 ნოემბერი 2017 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
Fergiusonis yvelaze didi shecdomaa azari 35 milionad iyida chelsim da ukve legendaa tipi 5 milionis gamo ar iyida manchesterma arada ixveweboda manchestershi magis mere tipma yvelaferi moigo inglisshi piradi titulic da kluburic + jer 26 wlisaa mokled udzlieresi igrokia da unda eyida rac sheexeba kantes mouriniom mikvirs rogor ar iyida makelele magrad evaseboda chelsishi da msoflios sauketeso centri gamaza pogba kantes saxit eg ori saswaulebs sheqmnida da win azari. Rac sheexeba iunaiteds am gundit fergis garda veravin dadebs uketes shedegs varskvlavi ar gvyavs gundshi top klasis igroki ertic Araa rashfordi 19 wlisaa dalshe aravin varga gadaxeded mous gundebs balaki makelele lampardi deko yavda naxevardacvashi chven ? Teri karvalio eshli kouli ivanovichi dacvashi chven ? Drogba shevchenko Jo kouli anelka krespo robeni tavdasxmashi chven ? Ertaderti de xea I VSO am gundit shemtevi stili da shedegi ?
0
№6
ავტორი: JuanMata
6 ნოემბერი 2017 15:02
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პოგბას გარეშე გვიჭირს, მაგრამ არ შეიძლება ასე დათმო ცენტრი, მე პოგბასთან ერთადაც მინახავს უკან დახეული გუნდი, აქ საქმე არაა იმაში, რომ დაგვჯაბნეს, აქ საქმე იმაშია, რომ ვერ გავრისკეთ და ზევით არ დავხვდით მოწინააღმდეგეს.

ამ თამაშის მაქსიმუმ იყო 0-0 და 7 ქულიანი დაშორება სიტისთან, ოდნავ უკეთესი სიტუაცია, მაგრამ არც დიდი განსხვავება არ იქნებოდა.
მე-2 ადგილზე ვართ, მაგრამ 4 ქულა გვაშორებს მე-7 ადგილს და ერთი წაბორძიკება და 4-ეულს მიღმა აღვმოჩნდებით.

სიტი-არსენალის თამაშსაც ვუყურე მანამდე და ერთი რამ აქვს სიტის რაც ჩვენ ძალიან გვაკლია, ფეხბურთელები მუდმივად ეხსნებიან ერთმანეთს და თავისუფლდებიან. მწვრთნელის გავლენა იგრძნობა და ყველამ იცის რა და როგორ გააკეთოს, როგორ ამოვიდნენ პრესინგიდან, ვინ სად და როგორ გაიხსნება, ავტომატურად აკეთებენ ყველაფერს, ამის გამო ბევრი ფიქრი და დროის ხარჯვა აღარ ჭირდებათ.

ჩვენ არ ვიცით რა ვქნათ და როგორ, ერერა მიიღებს ბურთს და ვერავის ხედავს გახსნილს, იგივე მატიჩი, უწევს ბურთის თრევა, რომ სადმე თავისუფალი პარტნიორი იპოვოს, მერე გადავდივართ შორეულ გადაგდებებზე.
0
№7
ავტორი: stepno
6 ნოემბერი 2017 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბა რო გვყოლოდა მინიმუმ 1 ქულით წამოვიდოდით ლონდონიდან :))
0
№8
ავტორი: tazius
6 ნოემბერი 2017 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
5 მცველს ჯობდა 4-ით ეთამაშა და ცენტრი გაეძლიერებინა... ვაფშე ვინ მოიგონა ეს 5 მცველი და რა შეიყვეს ამ მწვრთნელებმა ტო??!!
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
6 ნოემბერი 2017 20:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბევრი რამ არი შესაცვლელი, თამაშის ხარისხი უკვე კარგა ხანია არ ვარგა, სეზონის სტარტის მერე
0
№10
ავტორი: kobinio
6 ნოემბერი 2017 23:12
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: tazius
5 მცველს ჯობდა 4-ით ეთამაშა და ცენტრი გაეძლიერებინა... ვაფშე ვინ მოიგონა ეს 5 მცველი და რა შეიყვეს ამ მწვრთნელებმა ტო??!!

Rac meti mcvelia mit met kleobebs aketeben
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top