ჟოზე მოურინიომ "ჩელსისთან" მატჩის წინ თავისი ფეხბურთელებისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს, კვლავ იყო თუ არა "იუნაიტედში" ბედნიერი მას შემდეგ, რაც დიდი უკმაყოფილება გამოხატა "ჰადერსფილდ თაუნთან" ორი თვის წინ წაგებული მატჩის გამო. "დიახ, მე მიყვარს ჩემი ფეხბურთელები. თქვენ მისტიკას ქმნით "ჰადერსფილდთან" მატჩის შემდეგ გამოვლენილი ჩემი რეაქციის გამო, მაგრამ არავითარი მისტიკა არ არსებობს.
მას შემდეგ ანდერ ერერას აღარ დავლაპარაკებივარ? ჰეჰ! ანდერ ერერა არის ბიჭი, რომელიც უნდა დატუქსო, თორემ სულ ჩემთან ლაპარაკი სურს! წარმოდგენა არ მაქვს, საიდან იგონებთ ასეთ ამბებს, მაგრამ დიახ, ბედნიერი ვარ."
იმ მარცხის შემდეგ "იუნაიტედმა" ზედიზედ სამ მატჩში იმარჯვა და მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკას" წინააღმდეგ მოგებაც, რომელმაც გუნდს ჯგუფური ეტაპისკენ გაუკვალა გზა.
გარდა ამისა, "წითლები" გავიდნენ ქარაბაო თასისი მეხუთე რაუნდში და დაამარცხეს "ტოტენჰემი", რომელთანაც ქულათა თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ პრემიერ ლიგაში.
როცა ჰკითხეს, რა იყო მიმდინარე სეზონის ყველაზე სასიამოვნო ასპექტი "იუნაიტედში, მოურინიომ უპასუხა: "აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ერთი მატჩი წავაგეთ. პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე და ლიგის თასზე - მხოლოდ ერთი მატჩი.
ასე რომ, ვფიქრობ, უფრო ადვილი იყო გეკითხათ, რა იყო უსიამოვნო, ან რა არ მომეწონა - ეს იყო მატჩი "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ."