თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1726,
კომენტარები: 5
ლუკაკუ: "მე და რეშფორდი ერთმანეთს ვეხმარებით"
რომელუ ლუკაკუ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მხოლოდ გოლების გატანა არ არის გუნდისთვის სარგებლის მოტანა.
ლუკაკუ:
რომელუ ლუკაკუმ მარკუს რეშფორდს თავისი მანჩესტერული ოცნება გაუმხილა, როცა ახალგაზრდა თავდასხმელი სახლში ეწვია.

მეზობლად მცხოვრებმა თანაგუნდელებმა კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეულწილად ერთმანეთის კონკურენტებადაც ითვლებიან.

ლუკაკუს კი მიაჩნია, რომ მათ ერთმანეთის დახმარება შეუძლიათ და 20 წლის მანჩესტერელს თავისი ამბიციები გაუმხილა.

"მასში ბევრ ისეთ უნარს ვხედავ, რომელიც მე დამეხმარება და ვფიქრობ, მეც აქვს უნარები, რომლებიც მას დაეხმარება.

"სუონსისთან" მატჩის შემდეგ თავის ძმასთან ერთად ჩემს სახლში მოვიდა, სადილობისას კი მკითხა: "რას ელი ამ სეზონისგან?" ჩემთვის ეს ადვილია.

ვუთხარი, შენ თუ შეჭამ, მეც შევჭამ-მეთქი. თუ გაიტან გოლს, ვიცი, რომ სივრცე მეც მექნება საგოლე გადაცემის გასაკეთებლად ან გასატანად.

თუ მე გავიტან, შენ გექნება სივრცე. ასეთი უნდა იყოს მენტალიტეტი. არ ვარ ეგოისტი ბიჭი.

ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. აქ პრემერ ლიგის, ტიტულების მოსაგებად მოვედი და არა იმისთვის, რომ ინდივიდუალური მოთამაშე ვიყო.

აქ მოვედი, რომ თქვენ და გუნდს რაღაცის მიღწევაში დავეხმარო. როცა ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ არ მჯერა, 100%-ით გოლს გავიტან, მინდა, რომ შენც იქვე იყო და პასი მოგცე, შენ კი გაიტანო.

როგორც კი ეს ვუთხარი, ყველა თამაშში გატანა დაიწყო, ვარჯიშებზე მის საშემსრულებლო და ფეხბურთელების მოტყუების უნარს ვაკვირდებოდი.

ამისგან სარგებლის მიღებას ვცდილობ, მაგრამ ამას მართლაც ბუნებრივად აღვიქვამთ. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ არასდროს ვაჭარბებთ ლაპარაკს ფეხბურთზე. ვსაუბრობთ ცხოვრებაზე, მუსიკაზე, ვთამაშობთ ვიდეო თამაშებს.

ჩემგან 100 იარდის დაშორებით ცხოვრობს, რაც საქმეს ამარტივებს. ასეთი ბიჭის ყოლა - რომელიც კონკურენტუნარიანი და ლიდერობის მენტალიტეტი აქვს - ძალიან ეხმარება გუნდს".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
5 ნოემბერი 2017 15:15
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ლუკაკუ არის ძალიან მაგარი კაცი თავისი შეგნებით
0
№2
ავტორი: ikeoni
5 ნოემბერი 2017 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
საღოლ რომელუ მაგარი კაცი ხარ love
0
№3
ავტორი: giorgi_mg
5 ნოემბერი 2017 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბრავო, ფეხბურთელი ხომ კარგი ვიყიდეთ, ხოდა როგორც ჩანს კარგი მეგობარი და კარგი ადამიანიც არის, რაც ორმაგად სასიხარულოა...
ფეხბურთელებს თუ კარგი ურთიერთობა ექნებათ წარმატება გარაუვალი იქნება.
0
№4
ავტორი: kobinio
5 ნოემბერი 2017 16:44
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ასეთი გაგებით კიდე უფრო წინ წავალთ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
5 ნოემბერი 2017 18:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ერთი ორად ამარტივებს მოედანზე ურთიერთგაგებას მოედნის გარეთ მეგობრობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top