თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2336,
კომენტარები: 8
აბრამოვიჩმა მოურინიო სადილზე დაპატიჟა
"ჩელსის" მფლობელის მიწვევა "იუნაიტედის" მწვრთნელს.
აბრამოვიჩმა მოურინიო სადილზე დაპატიჟა
"ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა ჟოზე მოურინიო "სტემფორდ ბრიჯზე" დღეს გასამართი მატჩის შემდეგ სადილზე დაპატიჟა.

ჯერჯერობით უცნობია, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს მიიღებს თუ არა შეთავაზებას, მაგრამ ეს წინადადება იმ დროს წამოვიდა, როცა ანტონიო კონტე ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

აბრამოვიჩმა ორჯერ დანიშნა და გაათავისუფლა მოურინიო "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, თუმცა ლონდონში მუშაობის პერიოდში პორტუგალიელმა კლუბის ყველაზე წარმატებული მწვრთნელის სახელი დაიმკვიდრა პრემიერ ლიგისა და ლიგის თასის სამჯერ, ხოლო ინგლისის თასის ორჯერ მოგებით.

მოურინიოს ოჯახი ჯერ კიდევ ლონდონში ცხოვრობს, ხოლო თვითონ მანჩესტერში სასტუმრო "ლოურიში" დაბინავდა.

ეს უბრალოდ მეგობრული დაპატიჟებაა აბრამოივჩის მხრიდან, თუმცა მოურინიო უარყოფს, რომ "ჩელსის" მფლობელთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს.

"ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მეგობრები. მხოლოდ მფლობელისა და მწვრთნელის ურთიერთობა გვქონდა. პატივისცემით სავსე ურთიერთობა. მაგრამ ახლოს არასდროს ვყოფილვართ",
- განაცხადა მოურინიომ.

ფიქრიც კი არ ღირს იმაზე, რომ მოურინიო მესამეჯერ ჩაიბარებს "ჩელსის", ვინაიდან მან წელიწადნახევარი შეალია თავისი "იუნაიტედის" შენებას, რომლითაც უკვე მოიგო ევროპა ლიგა და ლიგის თასი, წელს კი უფრო მაღალ მიზნებს ისახავს.

წყარო: thesun
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
5 ნოემბერი 2017 14:23
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მაქსიმუმ 5 წელი გაჩერდეს აქ,მერე სქულზი მინდა რო მოვიდეს მწვრთნელად <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: Svanchester
5 ნოემბერი 2017 14:35
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
აბრამოვიჩს სადილის გაუქმება შეუძლია wink
0
№3
ავტორი: JuanMata
5 ნოემბერი 2017 14:57
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
აბრამოვიჩი თუ ამას მესამედაც დაუძახებს, მაშინ კაი გამო...ბული ყოფილა wink
0
№4
ავტორი: ikeoni
5 ნოემბერი 2017 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
უბრალო სადილი სხვა რა უნდა იყოს
0
№5
ავტორი: kobinio
5 ნოემბერი 2017 16:48
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაურინიოსნაირი თავმოყვარე ადამიანი არასოდეს წავა ჩელსიში ყოველშემთხვევაში ახლა.მას ყველაფერი აქვს რაც უნდა და მეტი თავისუფლება მანჩესტერში .კონტეს ჯერ არავინ გაუშვებს ასე მგონია.მარა წყალი შეუდგა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
5 ნოემბერი 2017 18:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია რამე სხვა აზრი იდოს
0
№7
ავტორი: PaLoMo
5 ნოემბერი 2017 19:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4126
magra ikishkaveben daibazreben ragaceebzeda morcha.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: ibra777
8 ნოემბერი 2017 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
evropabet.ge ყველაფერი ევროპაბეთის შესახებ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top