"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მზად არის, იანვარში ლუკ შოუ იჯარის წესით გაასხვისოს.
ინგლისელმა მარცხენა მცველმა პორტუგალიელის გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და მის გეგმებში არც სეზონის დარჩენილ ნაწილში შევა.
ასევე ცნობილია, რომ მათ შორის არ შემდგარა დიალოგი და შოუს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე "ოლდ ტრაფორდის" დატოვება სურს.
"წითელი ეშმაკები" მოხარულები იქნებიან, თუკი ლუკი სათამაშო პრაქტიკას მიიღებს სხვა კლუბში, რადგან მომდევნო ზაფხულს მას მომგებიან ფასად გაყიდიან.
22 წლის მცველი პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს სურს, თუმცა მათ სხვა ევროპული კლუბებიც შეეცილებიან.
"ოლდ ტრაფორდთან" დაახლოებული წყარო აცხადებს: "როგორც ჩანს, ლუკი იანვარში იჯარის წესით დატოვებს კლუბს, თუკი შესაბამისი შეთავაზება იქნება.
ბოლო დროს რამდენიმეჯერ მოხვდა სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ მისი ტრავმიანობის პრობლემები აშრაკაა. მარკოს როხო მალე დაბრუნდება და ჟოზე მას ერთ-ერთ არჩევნად მოიაზრებს.
პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბმა ისურვა მისი შეძენა ზაფხულში, მაგრამ მაშინაც ტრავმირებული იყო. ვარჯიშებზე ბევრს შრომობდა.
ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რადგან ბევრს ცდილობს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია არ უმართლებს".
ერთი რამ კი ცხადია, შოუს გაყიდვის შემთხვევაშიც კი ვერ დაიბრუნდებს "იუნაიტედი" იმ თანხას, რაც მასში 2014 წლის ზაფხულში გადაიხადეს.