შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე "რომას" წინააღმდეგ ცუდად თამაშის შემდეგ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დავიდ ლუიზს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობაში არ გაამწესებს.
ევროპის ყველაზე ელიტარული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში ლონდონელებმა რომში გამანადგურებელი მარცხი განიცადეს ანგარიშით 3:0, თუმცა "ჩელსის" დაცვა იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, რომ ეს ანგარიშიც კი გამართლებაა, ვინაიდან გაცილებით მეტის გაშვებაც შეეძლოთ.
მომდევნო დღეს "ჩელსის" ფეხბურთელები კობჰემზე დაბრუნდნენ, სადაც მთავარმა მწვრთნელმა მათ ჭკუის სასწავლებელი შეხვედრა მოუწყო და მათთან მკაცრი საუბარი ჰქონდა. მაგრამ მხოლოდ სიტყვებით როდი შემოიფარგლა კონტე.
დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ისიც შედის, რომ იტალიელი მწვრთნელი 30 წლის წლის დავიდ ლუიზს "იუნაიტედთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობაში არ გაამწესებს და მის ადგილს გარი კეჰილი დაიკავებს.
ბრიტანული გამოცემები ამტკიცებენ, რომ კონტე აღშფოთებული იყო რომში მისი გუნდის მცველების თამაშით და ბოლო დროს მასა და ბრაზილიელ მცველს შორის დაძაბულობა შეინიშნებოდა ვარჯიშებზე, თუმცა ღია კონფლიქტამდე საქმე არ მისულა.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.