"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის ეგიდით კვირას "ჩელსისთან" გასამართ მატჩში მასპინძელი გუნდის გულშემატკივრების მხრიდან მოწყობილი ობსტრუქციისთვის მზად არის.
ინგლისის თასზე გაზაფხულს შემდგარ მატჩში პორტუგალიელი "ლურჯების" გულშემატკივართა კრიტიკას წააწყდა და ზოგიერთმა მათგანმა იუდაც კი უწოდა. ჟოზე კი გვარწმუნებს, რომ "ჩელსის" ფანებთან კონფქლიქტი არ აქვს.
"ჩემთვის ეს სულაც არ წარმოადგენს პრობლემას. როცა "სტემფორდ ბრიჯზე" ჩავდივარ, ტრიბუნებსქვედა გვირაბიდან მარჯვენა მხარეს ვჯდები. მე მათ მოწინააღმდეგეს ვწვრთნი, ამიტომ დიდი პატივისცემით ვეკიდები მათ ქცევასა და ყვირილს.
როცა ქუჩაში ვსეირნობ, ხშირად ვხვდები "ჩელსის" გულშემატკივრებს და დამიჯერეთ, ჯერ არასდროს მქონია მათთან უსიამოვნება. ის, რაც მოედანზე ხდება, მოედანზე რჩება. როცა ლონდონში ვსეირნობ, ჩვეულებრივი ბიჭი ვხდები", - განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.