"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს მოსთხოვა, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" ჩასატარებელი მატჩის დრო პატივისცემა გამოავლინოს.
როცა კონტე და მოურინიო პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს "სტემფორდ ბრიჯზე", 2016 წლის ოქტომბრის მატჩის მიმდინარეობისას მოედნის კიდესთან მუდმივად არკვევდნენ ურთიერთობას. მატჩის შემდეგ მოურინიომ განაცხადა, რომ კონტემ დაამცირა იგი და მისი გუნდი "წითელი ეშმაკების" კარში გატანილი მეოთხე გოლის ხმაურიანად აღნიშვნით.
მორიგი დაპირისპირების წინ კი ანტონიო გვარწმუნებს, რომ მისი და მოურინიოს ურთიერთობა პროფესიონალურის ფარგლებს არ სცდება. თავად აპირებს ჟოზეს ხელი ჩამოართვას და იმედი აქვს, რომ პორტუგალიელისგანაც საპასუხო პატივისცემას იგრძნობს.
"მწვრთნელების ურთიერთობას არ აქვს მნიშვნელობა. სხვა მწვრთნელის სამუშაოს პატივი უნდა ვცეთ. სხვების სიტუაციის განსჯა არ მომწონს. ის ჩემი მოწინააღმდეგეა, მე კი მისი. მატჩის შემდეგაც ასე იქნება.
მის სამუშაოს პატივს ვცემ და მანაც უნდა სცეს ჩემსას. წერტილი", - განაცხადა იტალიელმა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.