"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უარს აცხადებს კლუბის გულშემატკივრების წინადადების მიღებაზე და მათ მიმართ გამოთქმული პრეტენზიების განხილვაზე
მიმდინარე სეზონის სტარტზე მოურინიომ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ტრიბუნებისგან აღმოჩენილი მხარდაჭერის თაობაზე, ბოლოს კი ასეთი შემთხვევა "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ დაფიქსირდა.
"იმედი მაქვს, ამ მატჩით უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ, ვიდრე "ტოტენჰემთან" შეხვედრისგან მიიღეთ", - განაცხადა ჟოზემ.
გარდა ამისა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა დაიცვა თავისი გუნდის შემტევი, რომელუ ლუკაკუ, რომელსაც გულშემატკივარი უსტვენდა.
ამგვარი კომენტარების შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნდობის გუნდმა მოურინიო აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით შეხვედრაზე მიიწვია, მაგრამ მოურინიომ უარით უპასუხა.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.