თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2017, 16:30
ავტორი: red_devill,
ნანახია: 1960,
კომენტარები: 6
მოურინიო: "მსოფლიოს მეოთხედი "წითელია"
მაურინიოს განცხადებით, მას არ შეუძლია პირადად შეხვდეს მანჩესტერის ყველა გულშიმატკივარს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რომ გაახაროს ისინი კლუბის წარმატებით.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ გულშემატკივრებისთვის მხრიდან გუნდის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა "ჩელსისთან" გასვლითი მატჩის წინ, სადაც "იუნაიტედი" ეცდება ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვოს სუონსის, ბენფიკასა და ტოტენჰემის დამარცხების შემდეგ.

მატჩის წინა პრესკონფერენციის დროს გუნდის თავკაცმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია ყველა გულშემატკივარს პირადად აუხსნას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა გუნდისთვის:

"ვერ მოვახერხებ რომ "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარს პირადად შევხვდე“ - განაცხადა გუნდის თავკაცმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. "მგონი პლანეტის მეოთხედი "მანჩესტერს" გულშემატკივრობს, შესაბამისად, არა მგონია თითოეულ მათგანთან პირადად შეხვედრა და საუბარი შევძლო.

"ერთადერთი რამ, რაც მათთვის შემიძლია გავაკეთო არის ის, რასაც მანჩესტერში მოსვლის პირველივე დღიდან ვაკეთებ - ვიბრძოლო კლუბის წარმატებისთვის, ჩავდო ამაში მთელი ჩემი ენერგია და რესურსი, გავამხნევო და გვერდით დავუდგე ჩემს ფეხბურთელებს. ეს მათაც ძალიან სჭირდებათ და მეც, რადგან ჩვენ ყველანი ძალიან ბევრს ვიბრძვით და ვშრომობთ წარმატების მისაღწევად. ესაა ერთადერთი, რაც ჩვენს გულშემატკივრებს შემიძლია ვუთხრა და დავპირდე."


ბოსმა აგრეთვე ისაუბრა იმ ფაქტზეც, თუ რა მალე დაივიწყა პრესამ მისი გუნდის სანახაობრივი და სასიამოვნო თამაში სეზონის დასაწყისში, რითაც ის ერთერთი საუკეთესო იყო პრემიერ ლიგაში, სანამ გუნდს უხვი ტრამვები შეაწუხებდა.

"მგონი ჩემი ბრალია ყველა თამაშის წინ რომ არ ვტიროდი და ვწუწუნებდი ტრამვირებულ ფეხბურთელებზე, რომ ყოველ დღე და ყოველ პრესკონფერენციაზე ხაზს არ ვუსვამდი გუნდში ტრამვირებული ფეხბურთელების მნიშვნელობას"
- განახცადა ჟოზემ.

"ნებისმიერი სხვა მწვრთნელი გაუთავებლად ისაუბრებდა პოგბას ტრამვაზე, თუ რაოდენ დიდი დანაკლისია ეს გუნდისთვის. მაგრამ მე ასე არ ვიქცევი, მე ამ თემაზე მარტო მაშინ ვაკეთებ კომენტარს როცა თქვენ მეკითხებით რამეს. მაგრამ საქმე მარტო პოგბაში არაა, მის გარდა კიდევ გვაკლია ფელაინი, კერიკი, იბრაგიმოვიჩი და როხო - საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი გჯუფი ფეხბურთელებისა.

"ჩემი აზრით, ამ სიტუაციის გათვალისწინებით საკმაოდ კარგად ვთამაშობთ. ვფიქრობ რომ ჟურნალისტებს და სპეციალისტებს ძალიან კარგად ახსოვთ თუ როგორ ფეხბურთს ვთამაშობდით სეზონის დასაწყისში, არ უნდათ რომ ახსოვდეთ მაგრამ დამიჯერეთ, ეს ყველას ახსოვს. ახლა მათ პრეტენზიები აქვთ რომ ჩვენ ვერ გაგვაქვს საოცარი გოლები და ვერ ვაჩვენებთ საოცარ თამაშს, მაგრამ კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, გაიხსენონ როგორები ვიყავით სეზონის დასაწყისში, ტრამვების გარეშე.

"რა თქმა უნდა გვაკლია და გვენატრება ჩვენი ფეხბურთელები, მაგრამ მათ გარეშეც ჩაგვიტარებია დიდი მატჩები და კიდევ ერთხელ მოგვიწევს ამის გაკეთება."
- განაცხადა მაურინიომ.

წყარო: www.manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
4 ნოემბერი 2017 16:36
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ყველას ვერ შეხვდები ჟოზე უბრალოდ კარგი იქნება გულშემატკივრებით სავსე ოთახში დასმულ შეკითხვებს რომ უპასუხო თუმცა ეს სავალდებულო არ არის.
0
№2
ავტორი: ikeoni
4 ნოემბერი 2017 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Imedia pogba da fella mainc dabrundeba
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
4 ნოემბერი 2017 21:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იცის ლაპარაკი ამ კაცმა wink
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
4 ნოემბერი 2017 23:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: Svanski
ყველას ვერ შეხვდები ჟოზე უბრალოდ კარგი იქნება გულშემატკივრებით სავსე ოთახში დასმულ შეკითხვებს რომ უპასუხო თუმცა ეს სავალდებულო არ არის.

კი ჩამო ძმაო ეგრე ცფიქრობდი თავიდან მაგრამ რო დავფიქრდი სწორია ეს კაცი.ოლდ ტრაფორდზე რო ვიყო რა ჯანდაბა გამაჩუმებს სანამ ზმა არ ჩამიწყდება და ეს ჩემისები კიდე რაღაც ძაან აკადემიურები გახდნენ მხოლოდ გოლზე და გამაზვაზე ახმაურდებიან და ეგაა გულშემატკივრობა?ენფილდი ისევ მღერის და ესენი დადუმდნენ და ხან სტუმართა სექტორის აკუსტიკას აბრალებენ ხან მთავრობას:) რომ მოწინააღმდეგის ფანები უფრო ხმაურობენ.ახლა კიდე ჩვენზე რაები იბაზრე გაგვიიასნეო უყხრეს მოუს და ამანაც რუსული თუ იცითო იკითხა და ცნობილი სამსიტყვიანი ფრაზა მიართვა.ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.ერთი ჩამოვიდნენ აქ და ითამაშონ ან ჩვენ წაგვიყვანონ და ვანახებთ ფანობა როგორ უნდა:)))

აუ მობილურის კლავიატურა და ჩემი ბოტოტა თითები ვერ მეგობრობენ და შეცდომებიც ამის დამსახურებაა:-))
0
№5
ავტორი: stepno
5 ნოემბერი 2017 03:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სულ ჩვენ ვართ სუულ
0
№6
ავტორი: kantona-7
5 ნოემბერი 2017 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
პლანეტის მეოთხედი მართლა წითელია იმდენი გულშემატკივარიყავს მანჩესტერს <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top