ჟოზე მოურინიო გაოცებული იყო, როცა აღმოაჩინა, რომ "ჩელსი" ნემანია მატიჩის გაყიდვას აპირებდა.
მოურინიომ "ჩელსის" ნახევარმცველის შეძენა გასულ წელსაც სცადა, მაგრამ ანტონიო კონტესგან მტკიცე უარი მიიღო. შედეგად, მატიჩმა პრემიერ ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და ტიტულის მფლობელიც გახდა, მაგრამ იტალიელმა სპეციალისტმა შემდეგ ტიემე ბაკაიოკო შეიძინა სერბის შემცვლელად.
მიმდინარე წელს კი "წითლებმა" მისი გადაბირება მოახერხეს ფასად, რომელიც 40 მილიონ ფუნტამდე შეიძლება გაიზარდოს და 29 წლის ფეხბურთელი გუნდის შეუცვლელად ფიგურად იქცა.
"გამიკვირდა, როცა აგენტმა დამირეკა და მკითხა, მინდოდა თუ არა მისი შეძენა. გაოცებული ვიყავი, მაგრამ ამ აგენტს კარგად ვიცნობ. ჩვეულებრივ პირდაპირია და დროის ფლანგვა არ უყვარს, ის არ ცდილობს თავისი ფეხბურთელებით ხალხის დაინტერესებას, რათა მათი მდგომარეობა კლუბში გააუმჯობესოს.
ჩვეულებრივ ძალიან მიზანდასახულია, ასე რომ, როცა მითხრა, სურვილის შემთხვევაში მისი შეძენა შეგიძლიაო, რა თქმა უნდა, დავთანხმდი", - განაცხადა მოურინიომ.