"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებული მისი საქმე დაიხურა.
დღეს - "ჩელსისთან" მატჩამდე ორი დღით ადრე - მოურინიო მადრიდში სასამართლოს წინაშე წარდგა. შეგახსნებეთ, რომ ესპანეთის მთავრობა მას 2.9 მილიონი ფუნტის გადაუხდელობას ედავება.
სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ პორტუგალიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ კონფლიქტი მოგვარებულია. ახლა მოურინიო დაუყოვნებლივ ბრუნდება ინგლისში.
"ესპანეთი 2013 წელს იმ ინფორმაციითა და რწმენით დავტოვე, რომ ჩემს გადასახადებთან დაკავშირებით ყველაფერი კანონიერი იყო.
რამდენიმე წლის შემდეგ კი მაცნობეს, რომ გამოძიება დაიწყო და მითხრეს, რომ გარკვეული თანხა უნდა გადავიხადო, რათა სიტუაცია დალაგდეს.
შეკითხვები არ დამისვამს, არაფერი მიკითხავს - უბრალოდ გადავიხადე და მთავრობასთან მოვაწერე ხელი შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ვალები გადახდილია.
სწორედ ამის გამო გავატარე დღეს სასამართლოში 5 წუთი და მოსამართლეს ვუთხარი ზუსტად ის, რაც თქვენ. დასამატებელი არაფერი მაქვს", - განაცხადა მოურინიომ.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.