თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2017, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1650,
კომენტარები: 7
მაკტომინეიმ შოტლანდიის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა
მაკტომინეი სანაკრებო გამოწვევა არ მიიღო.
მაკტომინეიმ შოტლანდიის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ამომავალმა ვარსკვლავმა, სკოტ მაკტომინეიმ შოტლანდიის ნაკრების რიგებში დებიუტის შანსი ხელიდან გაუშვა.

20 წლის ნახევარმცველს შოტლანდიის არცერთ ასაკობრივ დონეზე არ უთამაშია, მაგრამ ამჯერად მას შანსი მისცეს, რომ მომდევნო კვირას ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ეთამაშა.

თუმცა, ლანკასტერში დაბადებულმა ახალგაზრდამ შეთავაზება არ მიიღო, რადგან ინგლისის ნაკრებისგან მიწვევის იმედი აქვს.

6 ფუტისა და 4 ინჩის სიმაღლის ფეხბურთელმა თავისი პირველი მატჩი "იუნაიტედის" შემადგენლობაში "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ მაისში ჩაატარა, წინა კვირაში ქარაბაო თასზე "სუონსის" წინააღმდეგ ითამაშა.

ჟოზე მოურინიომ მას ნდობა შემდეგშიც გამოუცხადა და სრული მატჩი ჩაატარებინა "ბენფიკასთან" შეხვედრაში. ამ მატჩებს კი ხშირად ესწრებოდნენ შოტლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი სკოტ ჯემილი და ეროვნული ნაკრების დროებითი მწვრთნელი მალკი მაკქეი, რომლებიც ცდილობდნენ დარწმუნებას "ოლდ ტრაფორდის" აღზრდილის შესაძლებლობებში, რათა სკოტის მამის მშობლიურ ნაკრებში სათამაშოდ მიეწვიათ.

მოლაპარაკებები ფეხბურთელთანაც შედგა და მის ოჯახთანაც, მაგრამ ორივესგან უარყოფითი პასუხი მიიღეს. თუმცა, შოტლანდიის საფეხბურთო ფედერაცია დანებებას არ აპირებს და ეცდება, რომ მაკტომინეი შოტლანდიის ნაკრებში ასპარეზობის უპირატესობაში დაარწმუნოს.

წყარო: thescottishsun
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: dunkan
4 ნოემბერი 2017 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Giji yopila inglisis nakrebi shotlandiaze magali donis mxolod furcelzea da ise orive magari uazro gundia.shotlandias tu airchevs dziritadis kaci sheileba gaxdes
0
№2
ავტორი: ikeoni
4 ნოემბერი 2017 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Chemi azrit unda datanxmdes
0
№3
ავტორი: Svanchester
4 ნოემბერი 2017 12:52
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
არცერთი შანსი ხელიდან არუნდა გაუშვას
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 ნოემბერი 2017 13:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ ვიცოდი შოტლანდიელი თუ იყო წარმოშობით
0
№5
ავტორი: kantona-7
4 ნოემბერი 2017 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არმომწონს როცა ფეხბურთელი და ზოგადად სპორცმენები ასე იქცევიან.... პატრიოტიზმის გრძნობა ყველას უნდა ჰქონდეს ცოტამაინც და პირად ამბიციებზე წინ არუნდა აყენებდნენ... მითუმეტეს არცთუ ისეთი ცუდი და ხელწამოსაკრავი გუნდია შოტლანდია
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: JuanMata
4 ნოემბერი 2017 14:28
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: kantona-7
არმომწონს როცა ფეხბურთელი და ზოგადად სპორცმენები ასე იქცევიან.... პატრიოტიზმის გრძნობა ყველას უნდა ჰქონდეს ცოტამაინც და პირად ამბიციებზე წინ არუნდა აყენებდნენ... მითუმეტეს არცთუ ისეთი ცუდი და ხელწამოსაკრავი გუნდია შოტლანდია


მაკტომინის შემთხვევაში როგორაა არ ვიცი, მაგრამ ხშირად რთულია მოთხოვო პატრიოტობა, როცა თავის ქვეყანაში არ უცხოვრია, არ დაბადებულა და იმ ქვეყანას თვლის სამშობლოდ სადაც ცხოვრობს.
ზლატანიც არაა შვედი, მაგრამ თავის სამშობლოდ შვედეთს მიიჩნევს, ან თუნდაც ჯიქიას რომ აგინებენ, ტიპი მემგონი არცაა ნამყოფი საქართველოში და ქართულადაც ვერ ლაპარობს.
0
№7
ავტორი: stepno
4 ნოემბერი 2017 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
unda datanxmebuliyo sirikoa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top