რობერტო მარტინესი აცხადებს, რომ მარუან ფელაინი იმ "ორ-სამ" ფეხბურთელს შორისაა, რომლებიც ნაკრების განაცხადში ოქროს ბურთის გადაცემის ნომინაციაზე დასწრების მიზეზით ვერ მოხვდნენ.
გასულ სეზონში რთული წარმოსადგენი იყო, რომ ფელაინი ნახევარდაცვაში ანდერ ერერას გაუწევდა კონკურენციას, მაგრამ წელს სწორედ ასე ხდება.
მხოლოდ ბელგიის ნაკრების ნახევარმცველისა და პოლ პოგბას ტრავმამ მისცა ესპანელს "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის საშუალება.
კევინ დე ბრუინე, ედენ აზარი და დრის მერტენსი არიან ის ბელგიელები, რომლებიც ნომინანტებად დაასახელეს, მაგრამ მარტინესის აზრით ტიბო კურტუა და ფელაინიც უნდა ყოფილიყვნენ მათ შორის.
"ტიბო კურტუასა და მარუან ფელაინის მსგავსი ორი ან სამი ფეხბურთელია, რომლებიც ნაკრებში იმის გამო ვერ მოხვდნენ, რომ ნომინაციას დაესწრებიან", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ახალი ამბები, ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.