თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2017, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1608,
კომენტარები: 10
"იუნაიტედს" "ბენფიკას" მეკარე სურს
მოურინიო ახალგაზრდა კიპერით ინტერესდება.
მილე სვილარი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის ძალიან ნაცნობი სახელი და გვარი გახდა.

"ბენფიკას" ახალგაზრდა მეკარემ "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ორი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაუშვა, რომელთაგან 2 მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა - პორტუგალიაში გამართულ შეხვედრაში მარკუს რეშფორდის მიერ დარტყმული ბურთი საკუთარ კარში შეიტანა, ინგლისში გამართულ შეხვედრაში კი ავტოგოლი მიითვალა.

მიუხედავად იმის უიღბლობისა, ჟოზე მოურინიომ გამოუცდელი მეკარე დაიცვა და პორტუგალიური პრესა ახლა ამტკიცებს, რომ "იუნაიტედს" სურს, ოდესმე სვილარი შეიძინოს.

Record-ის მიხედვით, მოურინიო აქტიურად აკვირდება ახალგაზრდა მეკარეს, რაშიც გამოცემას ეთანხმება კიდევ ერთი გაზეთი Correrio da Manha, რომელიც ინფორმაციას უფრო ავრცობს და ამტკიცებს, რომ მოურინიო "ბენფიკას" პრეზიდენტს, ლუიშ ფილიპე ვიეირას სამომავლო შეთანხმების შესახებ ესაუბრა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
3 ნოემბერი 2017 18:09
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭუნაა, ვემხრობი ამ ტრანსფერს
1
№2
ავტორი: kantona-7
3 ნოემბერი 2017 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
აზრი არააქვს არცერთი მეკარის ყიდვას სანამ დათუნა გვყავს კარში და ყველაზე უპრობლემო ადგილია დღეს მანჩესთვის მეკარე...ისე არაა ცუდი ბიჭი და იმორგოლშიც უბრალოდ არგაუმართლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: ikeoni
3 ნოემბერი 2017 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Mekarit davinteresdit mekare gvchirdeba vawarmoebt mekarestan molaparakekebs memgoni msgavsi siaxleebi da statiebi saertod araa sachiro minimum 10 weli ))))$
0
№4
ავტორი: IBRA-KADABRA
3 ნოემბერი 2017 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ჩვენთან შეცდომები კი დაუშვა მარა ნიჭიერი ბიჭია პესფექტიული მომავლით ჩენთAნ სანამ დათოა ამის ძირითადში დაყენება განხილვის დონეზეც არ იქნბა მოკლედ არაა ეს ტრანსფლერი საცჰირო. თან პერეირას ჟოზე ისე აქებს არამგონია იყიდოს
0
№5
ავტორი: gaga1987
3 ნოემბერი 2017 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
velodebodi eset siaxles ammekareze.magram sanam datunia chventanaa manamde aravin argvchirdeba
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
3 ნოემბერი 2017 22:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რაღაც მგონია რო დიდი მეკარე გახდება, რტყობა რაღაცნაირად wink თუმცა პორტუგალიური პრესის აგორებული ჭორია ჩემი აზრით
0
№7
ავტორი: kobinio
4 ნოემბერი 2017 00:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამას რეალი წაიყვანს
0
№8
ავტორი: nika_nikusha
4 ნოემბერი 2017 07:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ამან ისეთი გოლები გაუშვა მოუმ მაინც ჩვენიანია და წამოვიყვანოთო )))
0
№9
ავტორი: Phil Jones
4 ნოემბერი 2017 12:41
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მატიჩის გოლი იყო მგონი პირველი გოლი რომელიც მაინცდამაინც არ გამხარებია :( ჯობდა მარსიალს გაეტანა პენალტი, მაინც პენალტია და ვერავინ ვერაფერს დააბრალებდა, პრინციპში არც ეგ გოლი იყო ამის ბრალი, მაგრამ მაიც ავტოგოლია :( ხოლო პირველ თამაშს რაც შეეხება, ძალიან გამახარა მანჩესტერის ფეხბურთელების რეაქციამ, როცა თამაშის ბოლოს მივიდნენ და მოეფერნენ ამ ბავშვს, იმედია წარმატებებს მიაღწევს!
0
№10
ავტორი: Red Corner
4 ნოემბერი 2017 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
რეშფორდმა კი არა მატიჩმა დაარტყა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top